ცნობილი ხდება, როდის ჩაირიცხება გიორგი ჩაკვეტაძე "სლოვანის" რიგებში

AutoSharing Option
voetbalkrant.com-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავაშია და დღეს სამედიცინო შემოწმების შემდეგ ის ოფიციალურად გახდება "სლოვანის" წევრი.

ჩაკვეტაძე გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას შემდეგ გახდება მესამე ფეხბურთელი, რომელიც სლოვაკური გუნდის რიგებში ჩაირიცხება.

გიორგი ბრატისლაველთა რიგებში იჯარის წესით ითამაშებს. იმასაც შეგახსენებთ, რომ "სლოვანის" მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისია და ეს კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" მეტოქეა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ალბათ ერთერთ ყველაზე ხელსაყრელ სიტუაციაში ხვდება სადაც კი შეიძლება მოხვედრილიყო, ევროპული გუნდი (დიდი ვერაფერი, მაგრამ მაინც) კარგად ნაცნობი მწვრთნელი, რომელიც ხელს შეუწყობს და ორი პროფესიონალი ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც კარგის მეტს არაფერს ასწავლიან. მოკლე ჰა ბურთი და ჰა მოედანი, წარმატებები!
gionat
01 ივლისი 2022 14:31
2
ვაისი იცნობს, მის დროს ზენიტში იყო. ორი ქართველიც იქაა. აქაც თუ ვერ გაქაჩა, მაშინ ჩამოკიდოს ბუცები ლურსმანზე.
ამო
01 ივლისი 2022 13:07
1
გიო ნაკრებში უკვე გვაჩვენა, რომ ათამაშდა, მას ახლა სტაბილური თამაშები ესაჭიროება და ყველაფერი იქნება კარგად. ჯაბას და გურამის გვერდით ყოფნა აუცილებლად დადებითად წაადგება და დაგვიბრუნდება ძველი გიო,რომელმაც რამის მარტო მოიგო ერთა ლიგა. წარმატებები მას. რაც შეეხება, რომ სანიოლმა შემდეგი თამაშები არ ათამაშა, ეს არ იყო ფორმასთან დამოკიდებული, არ აპატია მინდორზე ჩხუბი, ეს მისი დიდი იარაღია დისციპლინის დასაცავად გუნდში.
გიზოგ
01 ივლისი 2022 18:23
1
ჩაკვე წარმატებები... მოინდომე რა, დღეს შენზე ინტელექტუალი ფეხბურთელი ჩვენ არ გვყავს. მომდევნო 10 წელი შენ უნდა იყო ნაკრების ტვინი. აბა შენ იცი, მჯერა ყველაფერს შეძლებ. ჯაბას და კაშოს დაუჯერე :)))
kicha
01 ივლისი 2022 15:32
2
წარმატებები "დინამო" ბათუმს!!!!
ტარიელ მაღალდაძე
01 ივლისი 2022 13:26
0
ფაქტია რომ სლოვანი ძლიერდება, დიდი ვერაფერი გუნდია, ერთი ეგაა რომ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს და ესაა პლუსი. ჩაკვეს რაც შეეხება სლოვაკეთის ჩემპიონატი არაა მაღალი დონის და თავის გამოჩენის საშუალება ექნება, ეხლა მაგაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი, თან ორი ქართველი კლუბში + ვაისი. ბათუმის დინამო უფრო ფრთხილად ითამაშებს სლოვანთან იმედია, თორემ დაცვაში ბევრი შეცდომები დაუშვეს ბოლო თამაშებში: სამგურალთან, გაგრასთან და დინამოსთან. შეტევაში კი მიუხედავად იმისა რომ კვარა არ ეყოლება კვარას ადგილზე ჯოკერად ყალიბდება ზურიკო და მეორე ჯოკერი ფლამარიონი იქნება ყველა ვარიანტში.
zaza
01 ივლისი 2022 12:31
0
ისე ჩვენში რო დარჩეს ჩაკვეს მაგრად ეპაზორება საქართველოს ჩემპში თამაში. მაგიტომაც ვერ შეედრება კვარას ადამიანობით. ჩამოვიდა აკრიფა ფორმა და წავიდა მშვიდად. თან აქ ოჯახთან ერთად იყო და უფრო გაუადვილდა, თანაც დაიმსახურა პატივისცემაც რა თქმა უნდა. ამავდროულად ზურიკო დავითაშვილზეც მეთქმის, წელს უფრო მაგარიამ ვიდრე რუსეთში თამაშის დროს. იმედი მაქვს ეგეც ტოპ ჩემპიონატში წავა და ძალიან დასაფასებელია ბათუმთან ერთად,რომ გადის ევრო ასპარეზს. წარმატებები თითოეულ ქართულ კლუბებს ევრო ასპარესზე
wolf
02 ივლისი 2022 00:28
6
კვარაცხელიას ბატუმში თამაში სიტუაციამ მოიტანა თორე არც ის ითამაშებდა
NN
02 ივლისი 2022 00:53
6
NN თუ სიტუაციაზეა ლაპარაკი, თავისუფლად შეეძლო საქართველოს გარეთ წასულიყო :დ მაგალითად პოლონეთში ;)
გიორგი
02 ივლისი 2022 11:03
0
კარგია და გასახარი. თუმცა საწყენი ისაა, რომ ბოლოს მაინც ახლობელმა მწვრთნელმა უნდა გაუკვალოს გზა და მოიყვანოს განწყობაზე. ჰამბურგში მის მიმართ ისეთი სახის პრეტენზიები ისმოდა - სხვა რა უნდა ვიფიქროთ აბა. ჰოდა ასეთი გუნდები თავშესაფარი გახდება ხოლმე, იქ ქეცბაიას ანორთოსისი, იქ ერთი-ორი რუსული კლუბი და ასე... ანუ სადაც ვინმე გვყავს, რომ გვიპატრონოს. რატომ ვართ ასე სუსტი ფსიქიკის?
ზურა
01 ივლისი 2022 15:40
2
წარმატებები ჩაკვეს, კაშოს და ჯაბას, მაგრამ ბათუმთან წაგებას ვუსურვებ
შაკო
01 ივლისი 2022 20:00
0
ჩაკვეტაძეს ფეხბურთი მორჩა,არის გასართობი ბარ-რესტორნები იქ? აი მანდ იქნება ჩაკვეტაძე საუკეთესო
simartle
01 ივლისი 2022 13:58
47
დააცადე კაცს, ალბათ ბოლო შანსი აქვს და ნუ მივაყრით მიწას ნაადრევად, მე პირადად ოპტიმიზმით უყურებ.
gionat
01 ივლისი 2022 14:34
1
აშკარად განდიდების მანიით არი დაავადებული ეროვნულ ლიგაზე ვარი რო თქვა.. დაამთავრებს სადღაც კანაოში
ზაზა
02 ივლისი 2022 02:33
15
წერა-კითხვა ისწავლე, სანამ რამეს დაწერდე.
Jarji
03 ივლისი 2022 11:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული