ლაშა დვალი უკლუბოდ დარჩა - ქართველი მცველი "ფერენცვაროშის" ფეხბურთელი აღარაა

AutoSharing Option
"ფერენცვაროშის" პრეზიდენტმა გაბორ კუბატოვმა განაცხადა, რომ გუნდი ქართველმა ლეგიონერმა ლაშა დვალმა დატოვა.

მან 27 წლის მცველი კარგ ადამიანად და ფეხბურთელად დაახასიათა. უნგრულ გუნდში სტანისლავ ჩერჩესოვის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ლაშას სათამაშო დრო თითქმის აღარ ეძლეოდა და მან გასულ სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა.

დვალი "ფერენცვაროშის" ფორმას 2019 წლიდან ირგებდა. ის უნგრული კლუბის რიგებში პოლონური "პოგონიდან" გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ბათუმიიი იმუშავეთ ამ ბიჭზეე ... ლაშას დიდხანს არ მოუწევს უკლუბოდ დარჩენა სერიოზული მცველია და მაგრად ასუფთავებს საჯარიმოს ...
bejo
15:33 01-07-2022
0
სასწრაფოდ წამოიყვანეთ ბათუმში.
ზუსტად დაცვაში გვიჭირს და მაგრა წაგვადგება კლუბშიც და ნაკრებშიც.
დარწმუნებული ვარ მომავალ ამ დროს ფერენცვაროშზე გაცილებით უკეთეს კლუბში გადავა! ბატონო არჩილ ბერიძე და დინამო ბათუმის მესვეურნო არ "გამაზოთ"!
ბათუმელი ექსპერტი
17:21 01-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული