დიდი თავგადასავალი იწყება - კვარაცხელია იტალიაში გაემგზავრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში გაემგზავრა, სადაც ის "ნაპოლიში" გააგრძელებს კარიერას.

Tuttonapoli იტყობინება, რომ ხვიჩა თბილისიდან ახლახან გაემგზავრა და რამდენიმე საათში ნეაპოლში იქნება.

"დიდი ემოციებით მივდივარ. რა თქმა უნდა, სასიხარულოა ასეთ გუნდში გადასვლა. ვიცი, რომ ძალიან მელოდებიან. მინდა დავამტკიცო, რაც შემიძლია. კალაძემ მითხრა, რომ კარგი ჩემპიონატია და მელიან", - თქვა კვარაცხელიამ გამგზავრებისას.

Facebok-ში გვერდი Matchday ვიდეოს ავრცელებს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ამ შავბნელ რეალობაში და ერთმანეთს გადაკიდებულ, გახლეჩილ საზოგადოებაში, ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ, ხვიჩა!!
ახლა ყველაზე მეტად შენი მაგარი თამაში გაგვახარებს!
წარმატებები!
2
წარმატებები ხვიჩა!!!! აბა შენ იცი! იშრომე, იყავი პროფესიონალი და ყველაფერი გამოგივა... გვიყვარხარ საქართველოს!!! ერთი სული მაქვს შენს თამაშებს როდის ვნახავ...
ბედნიერად!
ბათუმი
01:54 06-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული