100 000 ევრო ფეხბურთელის 1 თვის თამაშისთვის? - ვრცელდება დეტალები, თუ როგორ დაიმატა "ლეხმა" "წიტა" სინამდვილეში

AutoSharing Option
100 000 ევრო ერთი თვის თამაშში? პოზნანის "ლეხმა" ასეთი გარიგება დადო, რათა კიევის "დინამოსთან" შეთანხმება მიღწეულიყო და გიორგი წიტაიშვილი გაეფორმებინა. საინტერესოა, რატომ?

"ლეხი" გარემარბებს ეძებდა, რადგან გუნდში კონკრეტულ პოზიციაზე ხსენებული ფეხბურთელების თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ხშირად დადებითად შეფასება ზედმეტიც კი იყო. ამიტომ პოლონურმა მხარემ 21 წლის ქართველი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში იჯარის წესით გადაყვანა მოინდომა.

გიორგიმ და "ლეხმა" FIFA-ს რეგულაციით ისარგებლეს, რომელიც უკრაინისა და რუსეთის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების კლუბისგან დამოუკიდებლად იჯარით წასვლას გულისხმობს. კიეველებს წიტაიშვილის სხვა გუნდში გადასვლა არ სურდათ, თუმცა, რეგულაციის
თანახმად, ხელს ვერ შეუშლიდნენ. "ლეხი", დიდი სურვილისა და მონდომების მიუხედავად, გარიგების ფურცელში გამოსყიდვის პუნქტს ვერ შეიტანდა.

ამ გარიგებაში ერთი პატარა ხრიკი იმალება, რომელსაც ბევრი ნამდვილად ვერ მიხვდებოდა. თვითონ პოლონელებმაც მაშინ გაიგეს, როდესაც "წიტას" პოლონეთის ლიგასა და ევროპულ ტურნირებზე არეგისტრირებდა. მართალია, FIFA-ს რეგულაციების თანახმად, რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებს კლუბის დაუკითხავად შეუძლიათ წასვლა, თუმცა ახალი გუნდი მათ დარეგისტრირებას მხოლოდ 1-ელი აგვისტოს შემდეგ შეძლებს.

რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართველ ფეხბურთელს "ლეხში" ვარჯიშის უფლება ექნებოდა, თამაშის კი არა, ეს კი პოლონელებს არ აწყობდათ, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდის და ნიჭიერი ფეხბურთელების დახმარება ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. ამიტომ მათ კიეველებთან მოლაპარაკება დაჩქარებული წესით გადაწყვიტეს.

Sportall.Ge

"დინამომ" გადაწყვიტა, რომ პოლონურ მხარეს დათანხმებოდა, მაგრამ ფეხბურთელის საკუთარი რიგებიდან მოხსნისთვის 100 000 ევრო მოითხოვა. რა თქმა უნდა, ორივე წარმომადგენელი შეთანხმდა და "წიტა" ახლა არათუ FIFA-ს მიერ მიცემული შესაძლებლობით, არამედ სტანდარტული იჯარითაა კიევიდან წასული.

შეგახსენებთ, "ლეხი" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოდის. პოლონელები "ყარაბახს" საკუთარ კედლებში დაუპირისპირდნენ და 1:0 დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ "წიტა" აზერბაიჯანელებთან დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე დაარეგისტრირეს, მოედანზე ჯერ არ გვინახავს...

განმეორებითი შეხვედრა 12 ივლისსაა ჩანიშნული.

მომზადებულია meczyki-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
100 000 ევრო ერთ თამაშში მართლა რა ამბავია? ვერ გავიგე რა მოხდა
უვიცი
02:15 08-07-2022
0
გომორძგუა მარგალეფც
19:48 07-07-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული