კვარაცხელია შეკრებაზე გაემგზავრა - სლუცკიმ ყოფილი შეგირდი შეაქო

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ნალოპიში" მედშემოწმება გაიარა და დღეს გუნდთან ერთად შეკრებაზე დიმაროში გაემგზავრა. "ნაპოლი" მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით ხვალ დილით პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. ხვიჩას ნეაპოლურ კლუბში გადასვლაზე კომენტარი "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.

"ის უკვე დიდ ლიგაშია, დიდ გუნდში. როგორი მოლოდინი მაქვს და არის თუ არა ასეთი დონისთვის მზად? ხვიჩა მოთამაშეა - ჭერის გარეშე. ბევრი რამ ადაპტაციასა და მის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

სპორტული დონით მას ნამდვილად შეუძლია ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს, ყოველ შემთხვევაში, სათამაშო მჭიდში იყოს. როგორ წარიმართება ყველაფერი, იმაზე იქნება დამოკიდებული,
რამდენად სწაფად მოახერხებს ადაპტაციას - მოთხოვნებისადმი, ქვეყანასთან და გუნდთან".

მკითხველის კომენტარები / 5 /
კაი კაცი ყოფილა სლუცკი
წარმატებები მას
,,,,,
22:04 09-07-2022
0
ვერავინ წარმოიდგენს ისე მინდა ხვიჩამ ნაპოლიში გაიბრწყინოს და თუ ვინმეს ოდესმე ბოღმა ჰქონია მის მიმართ ყველა საკუთარ ბოღმაში დაიხრჩოს.
ეს ბიჭი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს და ავხსნი რატომაც:
უამრავი გამოცდა იყო, რისთვისაც შეიძლებოდა ვერ გაეძლო მაგრამ ყველაფერს გაუძლო და თან ღირსეულად.
ზვიად კუპატაძემ რომ აგინა ჟურნალისტებს ბულინგის გამო ძალიან არასწორი საქციელი იყო. ვერასოდეს მოუგებ ჟურნალისტს თუ ლანძღვაზე ლანძღვით უპასუხებ. ხვიჩამ ამ შემთხვევაში ყველას მიმართ გაიმარჯვა, ერთი ზედმეტიც არ დასცდენია, არც ჟურნალისტებზე და არც სხვა მლანძღველებზე. საბოლოოდ ყველა მიხვდა თავის დანაშაულს,პირადად ვიცნობ ისეთ ხალხს, ვინც მიხვა და ნანობს თავის საქციელს ეს ძალიან კარგია.
ასევე ჩემს და ბევრი შეგნებულ გულშემატკივრის თვალში ბევრად მაღლა დადგა იმათთან შედარებით.
ვიცი მაინც არის ხალხი, ვინც მის ფეხის დაცდენას და შეცდომას ელოდება მაგრამ როგორც არ უნდა წავიდეს მისი კარიერა, დარწმუნებული ვარ შრომას და მონდომებას არ დააკლებს და ადეკვატური და შეგნებული გულშემატკივრები ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით.

პ ს და ბოლოს,რამხელა ბედნიერებაა, რომ რუსეთში აღარ თამაშობს, მალე მიხვდება თვითონაც.

Skeleton
23:20 08-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული