"კვარაცხელიას მარცხენა ფლანგის ათვისება მოუწევს, "ნაპოლის" მომავალ სეზონში 3 რეაქტიული შემტევი ეყოლება - იტალიური მედია

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და წინასასეზონო მზადებას გადის.

იტალიური გამოცემა Сorriere dello Sport-ი ნეაპოლელთა შემტევი ხაზის რეაქტიულობასა და სისწრაფეზე საუბრობს.

"კვარაცხელია ელვისებურად სწრაფია. მას მოუწევს მარცხენა ფლანგის ათვისება. მეორე მხრივ, ლოსანო მარჯვენა ფლანგზე, რომელსაც შეუძლია ფინტების, დარტყმებისა და ასისტების შესრულებით შეცვალოს მატჩის ბედი. ლოსანო, "კვარა" და ოსიმენი ერთად სისწრაფის ხარჯზე შეუჩერებლები იქნებიან. 3 მორბენალი, რომლებიც კონტრშეტევაზე ბევრ მეტოქეს დაამწუხრებენ".

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს პირველ მატჩს 15 აგვისტოს, სტუმრად "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 21 /
აუჰ ამ ქვეყანაში კაცების უმრავლესობას მოტაცებით მოყვანილი ცოლები ჰყავთ, აიღებდნენ და დადებდნენ ნივთივით სახლში, ეგ რომ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში თქვა, 90 იანებში აქ რაც ხდებოდა, ველურებად და ჩამორჩენილებად კი არა აფრიკის ტომადაც არ ჩაგვთვლიან.
ასეთებს ბევრი ბაბუცა პატარაია სჭირდებათ, რომ მოძალადეობა აღმოიფხვრას ქვეყანაში , მესმის თქვენიც, როგოც გძულთ ყველა უფლებადამცველი:დ
აბა როგორია ვინმემ გითხრას, როგორც ცხოვრობდი ისე არაა სწორი და სხვა ადამიანებსაც აქვთ უფლებებიო :დ გაბრაზდები აბა რა.
მეც უფლებადამცველი ვარ და აქ ბოროტი ხალხისგან ხვიჩას უფლებებს ვიცავდი და ისეთებს მიწერენენ იქეთ ვხდებოდი დასაცავი :დ
დააფასეთ ხვიჩასნაირი სპორტსმენები, მათ შეუძლიათ სახელი გაიტანონ და გამოუკეთონ ამ ქვეყანას, სხვათაშორის ჯერ კიდევ რუსები რომ ვგონივართ იტალიაში უმრავლესობას.
რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ლიბერალიც, კონსერვატორიც და რუსეთუმეც ყველა ერთნაირი მოძალადეა :))
ეჰ
Skeleton
10:47 12-07-2022
5
ნაპოლის ფეისბუქ გვერდზე გადაჭრელებულია ყველაფერი ქართული დროშებით, კვარა კვარას კომენტარებით, ბავშვი სად არის გვანახეთო და რაღაც ეგეთებს წერენ მასიურად, თან დედის გინებასაც აყოლებენ. ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგვდის? ჩამორჩენილი აზიური ქვეყნის მოსახლეობასავით იქცევიან ქართველები.
გულშემატკივრობა არაა ეგ. ერთი ფეხი დაუცდეს და ზედ გადაუვლიან ეგრევე, გულშემატკივრობა არ არის ფეისბუქ გვერდზე შევარდნა და დროშების პათეტიკურად წერა. გულშემატკივრობა ის იქნებოდა, როცა რთული პერიოდი ჰქონდა, მაშინ დადგომოდნენ გვერდით თავისი თანამემამულეები. კიდევ ექნება რთული დღეები და დავინახავთ ყველა, როგორც დაუჭერენ მხარს :)
სამაგიეროდ კლავიატურასთან ყველა მაგარია, კომენტარის დაწერაში.
უხერხულად ვგრძნობ თავს, შეიძლება ხვიჩაც ეგრე გრძნობს. შეიძლება ცუდი თვალით შეხედონ ასე ველურებივით რომ შეესია მთელი საქართველო ფეისბუქ გვერდს.
ცივილური ერები არ აკეთებენ ასე. წარმოიდგინეთ ტონი კროოსი რომ გადავიდა რეალში და გერმანელები რომ შესეოდნენ გერმანიის დროშებით რეალის გვერდს, აი რაღაც აბსურდია.
ხოდა კვარა უმაღლესი დონის ფეხბურთელია და საერთოდ არავისზე ნაკლები არაა ვისაც დიდი ფეხბურთი უთამაშია, რაში ჭირდება ეს აქედან უაზრო შეძახილები.
ქართულ გვერდებზე რაც ხდება გასაგებია მაგრამ იქ მაინც რა საჭიროა :))
რუბინის გვერდზე ახლაც დევს კვარას საქებარი და მერე სალანძღავი კომენტარები.
ტეხავს მართლა...
Skeleton
04:00 12-07-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული