ბათუმის "დინამოსა" და ბრატისლავის "სლოვანის" შეხვედრას აჭარლების ერთ-ერთი ლიდერი ზურიკო დავითაშვილი საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" გამოეხმაურა:
"რთულია ასეთი მატჩის შემდეგ სიტყვების პოვნა. ის მომენტი, როცა მიზნამდე ძალიან ცოტა გაკლდება, ორმაგად გულდასაწყვეტია.
მადლობა Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club-ს, ის ატმოსფერო, რომელიც გუშინ სტადიონზე შეიქმნა, არასდროს დამავიწყდება. მადლობა სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს და მადლობა მათ, ვისაც მოსვლა სურდა, ვერ მოახერხა და გვაგრძნობინეს შორიდან მხარდაჭერა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას" - წერს ზურიკო საკუთარ "ფეისბუქგვერდზე".
შეგახსენებთ, ბათუმელებმა გუშინ სლოვაკურ გუნდთან 1:2 წააგეს და კონფერენს ლიგაზე
გადაინაცვლეს, სადაც "ლეხს" შეხვდებიან.