"გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას! მთავარია შენ გვასახელო..." - ალეკო ელისაშვილი "კვარაზე" სტატუსს აქვეყნებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ატეხილ აურ-ზაურს ალეკო ელისაშვილი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე გამოეხმაურა:

"ვიღაც არაფრისმაქნისები ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ რუსეთს რატომ არ აგინაო. ისეთები ანთხევენ ბოღმას მართლა არაფრისმაქნისები რომ არიან და მარტო სხვის ლანძღვაში რომ გახდნენ დიდოსტატები. კვარაცხელია ომის დაწყებისთანავე რუსეთიდან წამოვიდა და ბათუმში ითამაშა დიდებულად, ეს იყო მისი პატრიოტული განაცხადი.

თავი დაანებეთ ამ ბიჭს, მასზე დიდ ქართულ საქმეს არავინ არ აკეთებს და მით უფრო ვიღაც ქეციანი უსაქმურები თითი თითზე რომ არ დაუდიათ საქართველოსთვის. მიდი ხვიჩა, მაგ ტუტუცებს არ უგდო ყური! ეგეთები სულ
იქნებიან, მთავარია შენ გვასახელო კიდევ უფრო მეტად! გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას!".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხვიჩა! თუ წაიკითხავ გაბოროტებულების კომენტარებს, შენი ჭირიმე გულთან არ მიიტანო, უბრალოდ გაატარე! შენი საქმე აკეთე წყნარად, დინჯად, როგორც შენ იცი!
თემო
15:52 16-07-2022
0
დიდი სპორტსმენები (და რომ ხვიჩა ასეთია ალბათ არავინ იდავებს) საქართველოს სახეები არიან,მათი ქცევა,საუბარი საქმისადმი დამოკიდებულება ,იუმორი და რაც მთავარია წარმატებები სპორტის იმ სახეობაში სადაც ირჯებიან ქართველებზე წარმოდგენებს უყალიბებს იმ ქვეყნის მოსახლეობას სადაც ისინი მოღვაწეობენ.ყველა ქართველი ვინც ასეთ უნარებს მოკლებულია ვალდებულია და მისი პატრიოტილი ვალია ყველანაირად ხელი შეუწყოს ერის წარჩინებულ შვილებს მაქსიმალური სულიერი კომფორტის შექმნით და სიყვარულით და თანადგომით.ხალხო არ დაგავიწყდეთ ეს ბიჭები და გოგონები ახალგაზრდები არიან და საკუთარი ერისგან იმსახურებენ კეთილგანწყობას.პოლიტიკას მოაცილეთ ეს ახალგაზრდები,ნუ ცდილობთ მათ გამოყენებას თქვენი მიზნებისათვის.
იამაყეთ ხვიჩათი,როგორც მე ვამაყობდი იაპონიაში ტოჩინოშინოთი,იტალიაში კახა კალაძეთი და ბევრგან ლაშა ტალახაძით!!!
ხვიჩა წარმატებები! უკვე მაგარი ხარ მარადონას გუნდში ხარ და საფეხბურთო თამასა მარადონაზე გაასწორე!!!
გურამი
18:24 16-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული