სამშობლო უნდა იცნობდეს თავის "გმირებს" - sportall.ge ხვიჩას მხარდაჭერას უცხადებს

AutoSharing Option
გასულ წელს არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ რაღაცნაირად ფსიქოლოგიურად დათრგუნული ჩანდა, თამაშის ხასიათზეც ვერ იყო და სამშობლოში დაბრუნება ძალიან წაადგა, ბათუმის „დინამოშიც“ კარგად იასპარეზა და საქართველოს ნაკრების წარმატებაში ლომის წილი დაიდო. „ნაპოლიში“ გადასვლისთანავე გამოიჩინა თავი, ყოველგვარი კომპლექსების გარეშე გადის ადაპტაციას და ეს მიუხედავად იმისა, რომ იტალიური ენა არ იცის. თუმცა, მან იცის ფეხბურთის ენა - ბურთთან თქვენობით კი არა შენობითაა და იქ ყველას მოაწონა თავი. ის გამორჩეული ფეხბურთელია, ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული, საოცარი ტექნიკის მქონე და დრიბლინგისას ბურთი ისე მიაქვს,
თითქოს ფეხზე აქვს მიბმული. მოედნის ხედვაც აქვს, პასიც, კარში დარტყმაც და საერთოდ - მაღალი საფეხბურთო ინტელექტი.

ამას გარდა, ჩინებული პირიოვნებაა და ეტყობა, რომ კარგ ოჯახშია აღზრდილი. მის მიმართ უკვე იტალიაშიც პატივისცემით არიან განმსჭვალული და ეს გუშინდელ პრესკონფერენციაზეც იგრძნობოდა, სადაც 21 წლის ბიჭი ხალიასიანად და რაც მთავარია დიპლომატიურად პასუხობდა კითხვებს.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ხვიჩა ჩვენი სიამაყე და იმედია, საქართველოს სახეა იტალიურ და ევროპულ ფეხბურთში და რაოდენ გასაკვირი და საწყენია, როდესაც ზოგიერთი თანამემამულე ვაიგულშემატკივარი შეურაცხყოფას აყენებს. მათთვის ხომ მთავარი თავიანთი პირადი, ვიწრო მერკანტილური პოლიტიკური მიზნებია და სხვა არაფერი. ზოგმა გვისაყვედურა, როდესაც მათი პოსტები გამოვაქვეყნეთ, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რამეთუ საზოგადოება უნდა იცნობდეს თავის „გმირებს“.

sportall.ge ხვიჩას ყველა ჭეშმარიტ ქართველ ქომაგთან ერთად მხარდაჭერას უცხადებს და წარმატებებს უსურვებს - შენ აბსოლუტურ უმეტესობას უყვარხარ, შენი იმედი გვაქვს და ძლიერ, ძლიერ გგულშემტკივრობთ, ისე, როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცს.

მიმომხილველი

alt"მძიმე ამბავია და გაფრთხილებთ, ეს პოსტი არ მოგეწონებათ…" - გიგა მაქარაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატუსს ავრცელებს

alt"რახან მაინც და მაინც პუტინ ხ*ილო რომ არ თქვა და სლავა უკრაინე, უკვე ცუდი ბიჭია?..." - უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე კვარაცხელიას მხარდამჭერ სტატუსს აქვეყნებს

alt"ახლა კვარაცხელიასგან გამოძერწეთ მტერი! ისე ხომ გვაკლია..." - მერაბ მეტრეველი ხვიჩას მხარდაჭერას უცხადებს

alt"ნაპოლიში" კი არა "რეალში" რომ ითამაშო მკიდია უკვე..." - სანაია ხვიჩაზე სტატუსს ავრცელებს

alt"თავ-ყბას წაიმტვრევთ, დაანებეთ ამ ბიჭებს თავი..." - დიმა ობოლაძემ ხვიჩას თანადგომა გამოუცხადა

alt"გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას! მთავარია შენ გვასახელო..." - ალეკო ელისაშვილი "კვარაზე" სტატუსს აქვეყნებს

მკითხველის კომენტარები / 37 /
გეხუნტულე საქართველოს მარგალიტო!!!!!!!!! მასე, ბრძნულად და "ასი თვალი-ასი ყურით" გააგრძელე მოღვაწეობა!!! შენ, მილიარდობით (ბოროტ-კეთილი) "თვალი" გიყურებს, და შენი ღვაწლით სამშობლო უნდა განადიდო... არ დაგაბნიოს მაქ, უმაღლესი "დონის" საცდურებმა. გაკოცე სულში, გულში, მუხლებში და ფეხბურთის ღვთითბოძებულ ნიჭში აბა, შენ იცი. ღმერთი გედგას "ორივე" მხარზე!!!
laozy2
10:30 19-07-2022
0
საქმშობლო ასევე უნდა იცნობდეს "გულშემატკივრებს"--სანაია,......
მიმინო
09:41 17-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული