"ლეხი" ბათუმელებთან მატჩამდე დამარცხდა

AutoSharing Option
წარუმატებელ ასპარეზობას აგრძელებს "ლეხი", რომლის ღირსებასაც ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი იცავენ.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ყარაბაღთან" და პოლონეთის სუპერთასზე "რაკუვთან" წაგების შემდეგ, პოზნანური გუნდი ექსტრაკლასას პირველ ტურში საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა "სტალთან".

კვეკვესკირი სასტარტოში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო წიტაიშვილი 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"ლეხი" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" 21 და 28 ივლისს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
შეილება ჩემი ნათქვამი წყალწაღებულის ხავსზე მოჭიდებას წააგავდეს მაგრამ მაინც ვიტყვი: სლოვანთან იქაც და აქაც ცუდი მსაჯობა იყო, განსაკუთრებით ბათუმში.რატომღაც იშვიათი გამონაკლისების გარდა, მსაჯები,განსაკუთრებით როცა დასავლეთევროპელები მსაჯობენ, მუდამ მოწინააღმდეგის სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებას.დარწმუნებული ვარ, იმ პორტუგალიელს თუნდაც ერთ შემთხვევაში დაენიშნა პენალტი (რომელიც ალბათ დამეთანხმებით რომ 100% იანი იყო), თამაშს ბათუმი მოიგებდა.ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ვარის სისტემის.
თომა
11:30 17-07-2022
1
სლოვანიც მარცხდებოდა ბათუმთან შეხვედრამდე,მაგრამ რად გინდა მაინც მოუგო ბათუმს....
ასევე
07:12 17-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული