ავსტრიულ შეკრებაზე "დორტმუნდთან" მოგებულ (3:1) პირველ ამხანაგურ მატჩში "ვალენსიას" ახალმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ სასტარტოში გიორგი მამარდაშვილი დააყენა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ძირითად მეკარედ მიიჩნევს.
მამარდაშვილი დამაჯერებელი იყო და გატუზომ იასპერ სილესენით მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, როდესაც ანგარიში 3:1 გახდა. გიორგის გოლი მხოლოდ პენალტით გაუტანეს.
შემდეგ შეხვედრას "ვალენსია" 20 ივლისს შვეიცარიულ "სენტ გალენთან" გამართავს.
ალტახი. "ჩაშპოინტ არენა"
დორტმუნდი - ვალენსია 1:3
გოლები: 0:1 გედეში (40), 1:1 როისი (51, პენ), 1:2 მარკოს ანდრე (51), 1:3 გედეში (62)