"მილანის" ფეხბურთელი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდა - გატუზომ "ვალენსიაში" ყოფილი შეგირდი წაიყვანა

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "მილანის" შემტევი სამუ კასტილეხო კარიერას "ვალენსიაში" განაგრძობს.

როგორც ის წერს, "როსონერიმ" და "ღამურებმა" ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს და გარიგებას, წესით, წინ ვეღარაფერი უნდა დაუდგეს. 27 წლის ესპანელის გადაბირების მთავარი ინიციატორი "ვალენსიას" ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო გახლდათ, რომელიც ფეხბურთელს "მილანში" მოძღვრავდა. 

2018 წელს კასტილეხო "როსონერიმ" "ვილიარეალიდან" 21,3 მილიონ ევროდ შეიძინა. 4 წლის განმავლობაში მან "სან სიროს" ბინადართა ფორმა 113 შეხვედრაში მოირგო, სადაც 10 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული