გატუზომ "დორტმუნდთან" ძირითადში მამარდაშვილი დააყენა და მან იმედები არ გაუცრუა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიულ შეკრებაზე "დორტმუნდთან" მოგებულ (3:1) პირველ ამხანაგურ მატჩში "ვალენსიას" ახალმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ სასტარტოში გიორგი მამარდაშვილი დააყენა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ძირითად მეკარედ მიიჩნევს.
მამარდაშვილი დამაჯერებელი იყო და გატუზომ იასპერ სილესენით მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, როდესაც ანგარიში 3:1 გახდა. გიორგის გოლი მხოლოდ პენალტით გაუტანეს.

შემდეგ შეხვედრას "ვალენსია" 20 ივლისს შვეიცარიულ "სენტ გალენთან" გამართავს.

ალტახი. "ჩაშპოინტ არენა"
დორტმუნდი - ვალენსია 1:3
გოლები: 0:1 გედეში (40), 1:1 როისი (51, პენ), 1:2 მარკოს ანდრე (51), 1:3 გედეში (62)

მკითხველის კომენტარები / 19 /
კი მარა ამ გოლის მეტი მომენტი არ იყო? ან გაუმართლა მამარდაშვილმა გატუზოსო სასიდან დავრწმუნდეთ? ან ერთი სეივი დაგედოთ, ან ჩაწოდებულზე გამოსვლა, აბა საქმე თუ არაფერი ქონდა გაუმართლებდა აბა რას იზამდა.DDD
რრრ
00:36 19-07-2022
5
ლორიას დაუფასებლობაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ფაქტია: მამარდა რომ იჭერს, იმ ბურთების 70-80 %-ს ლორია მხოლოდ მოიგერიებდა (თუ არ გაატარებდა). მოგერიებულ ბურთებზე მეტოქის შეტევა გრძელდება, ან გოლითაც მთავრდება, დაჭერილით კი შენი შეტევა იწყება. უდიდეს პოზიტივს მოასწავებს ნაკრებისთვის ამ ბიჭის კლასი, ყოველდღიურად რომ უფრო და უფრო თვალშისაცემია. 2023 წელს გიორგის და ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ნამდვილ ფურორს ველი ევროზე, რის მერეც ქართველი ფეხბურთელებისთვის ევროკლუბების კარი უფრო ფართედ გაიღება და ჩვენი ფეხბურთის ნამდვილი აღორძინება დაიწყება. წარმატებები გიორგის, კვარას, წიტას და ზოგადად ჩვენი ფეხბურთის ახალ თაობას!
ქომაგი
09:42 19-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული