გორის "დილას" 21 წლის ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე თურქეთის სუპერლიგის დებიუტანტ "იუმრანიესპორში" იჯარის წესით გადავიდა.
გორული კლუბი ამის შესახებ თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება: "ჩვენი გუნდის კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ "დილა" დატოვა და კარიერას თურქეთის სუპერლიგის "იუმრანიესპორში" გააგრძელებს.
ნიკა ჩვენი საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და "დილას" ძირითადი გუნდის ღირსებას 2019 წლიდან იცავდა. მადლობას ვუხდით ჩვენს კაპიტანს ჩვენი გუნდის მაისურით ჩატარებული თითოეული მატჩისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში".