ვაისი: დავიღალე - ბათუმსა და პოდბრეზოვეში მატჩების შემდეგ ჩვენი ბევრს არ სჯეროდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად "ფერენცვაროშის" 2:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი "სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და მცველმა გურამ კაშიამ გააკეთეს:

ვაისი: "ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ მხოლოდ საქმის ნახევარი გავაკეთეთ. ბათუმსა და პოდბრეზოვეში შეხვედრების მერე ჩვენი ბევრს არ სჯეროდა და გუნდმა აჩვენა, რომ აქვს ხარისხი. მჯერა, თუ ყველაფერი კარგად იქნა, წინსვლა შეგვიძლია. "ფერენცვაროში" კარგი გუნდია, დღეს ორივე გუნდმა კარგად იასპარეზა. ორივე გუნდს ჩინებულად უგულშემატკივრეს, ეს სამართლიანი თამაშის ფარგლებში გახლდათ. დარწმუნებული ვარ, საშინაო შეხვედრასაც ასეთი შემართებით ჩავატარებთ, ისე, რომ
ამაზე კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ. დავიღალე, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რაც ჩემმა გუნდმა ძლიერ მეტოქესთან აჩვენა".

კაშია: "ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გატანილი გოლით დავეხმარე. ეს ჩვენი დღე იყო, მაგრამ წინ კიდევ 90 წუთია. არ გვინდა ნაადრევად ვიზეიმოთ. უქმეებზე ჩემპიონატის მატჩი გველის, შემდეგ კი "ფერენცვაროშთან" საპასუხო დაპირისპირებისთვის კარგად მოვემზადებით".

"ფერენცვაროშის" მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა განაცხადა, რომ ურიგოდ არ გარჯილან, ორჯერ მოწინააღმდეგე ძელმა იხსნა, თამაშს გააანალიზებენ, ყველაფერი მათ ხელთაა და საბოლოო გამარჯვების მოპოვება შეუძლიათ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაზე მეტად ის გამეხარდა, რომ ძველი მოძრაობების აღდგენა დავინახე ჩაკვეს გადაცემაში!
ვაჟა მასწავლებელი
21 ივლისი 2022 18:09
1
ამათ მართლა ხომ არ გონიათ ამ პენსიონერების გუნდით ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდებიან? :დ :დ :დ
ქუთაისელი
21 ივლისი 2022 12:56
20
მართალი ხარ მეგობარო დღეს, რომ ბევრი სანიოლს აღმერთებს და ვაისი მიწაში ჩაყავს, ითამაშოს იმ გუნდით ვილიმ რცა ვაიისს ყავდა 2020-ში მაკედონიასთან და ვნახოთ თუ ექნება უკეთესი შედეგი.
semis
21 ივლისი 2022 12:28
4
მეც ეგრე მგონია, სწორედაც რომ, დღევენდელ საქართველოს ნაკრებს საფუძველი ვაისმა ჩაუყარა, მერე რათქმაუნდა სანიოლშიც გაგვიმართლა და თაობაც წამოიზარდა.
გიონატ
21 ივლისი 2022 16:03
1
ვაისმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მაღალი დონის სამწვრთნელო კვალიფიკაცია. იქნებ ეხლა დარწმუნდეთ რომ დაუმსახურებელი ტალახის სროლით გაუშვით ნაკრებიდან. მათ შორის ჟურნალისტებმაც პრესკონფერენციებზე დებოშს რომ უწყობდით.
semi
21 ივლისი 2022 09:49
17
აგეეეეე შვილო ზღვა!
აბა მამიიიიი?
აგეეეეე შვილო ზღვა!
აბა მამიიიიი?
აგეეეეე შვილო ზღვა!
აბა მამიიიიი?
ეეეეჰ, გასწი დედაკაცო ტ****ი, ბალღი ზღვას ვერ ხედავ!
ძალიან წვერებიანი
21 ივლისი 2022 08:15
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული