ვაისი: დავიღალე - ბათუმსა და პოდბრეზოვეში მატჩების შემდეგ ჩვენი ბევრს არ სჯეროდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად "ფერენცვაროშის" 2:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი "სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და მცველმა გურამ კაშიამ გააკეთეს:

ვაისი: "ეს ჩვენთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ მხოლოდ საქმის ნახევარი გავაკეთეთ. ბათუმსა და პოდბრეზოვეში შეხვედრების მერე ჩვენი ბევრს არ სჯეროდა და გუნდმა აჩვენა, რომ აქვს ხარისხი. მჯერა, თუ ყველაფერი კარგად იქნა, წინსვლა შეგვიძლია. "ფერენცვაროში" კარგი გუნდია, დღეს ორივე გუნდმა კარგად იასპარეზა. ორივე გუნდს ჩინებულად უგულშემატკივრეს, ეს სამართლიანი თამაშის ფარგლებში გახლდათ. დარწმუნებული ვარ, საშინაო შეხვედრასაც ასეთი შემართებით ჩავატარებთ, ისე, რომ
ამაზე კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ. დავიღალე, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რაც ჩემმა გუნდმა ძლიერ მეტოქესთან აჩვენა".

კაშია: "ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გატანილი გოლით დავეხმარე. ეს ჩვენი დღე იყო, მაგრამ წინ კიდევ 90 წუთია. არ გვინდა ნაადრევად ვიზეიმოთ. უქმეებზე ჩემპიონატის მატჩი გველის, შემდეგ კი "ფერენცვაროშთან" საპასუხო დაპირისპირებისთვის კარგად მოვემზადებით".

"ფერენცვაროშის" მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა განაცხადა, რომ ურიგოდ არ გარჯილან, ორჯერ მოწინააღმდეგე ძელმა იხსნა, თამაშს გააანალიზებენ, ყველაფერი მათ ხელთაა და საბოლოო გამარჯვების მოპოვება შეუძლიათ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაზე მეტად ის გამეხარდა, რომ ძველი მოძრაობების აღდგენა დავინახე ჩაკვეს გადაცემაში!
ვაჟა მასწავლებელი
18:09 21-07-2022
1
ამათ მართლა ხომ არ გონიათ ამ პენსიონერების გუნდით ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდებიან? :დ :დ :დ
ქუთაისელი
12:56 21-07-2022
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული