ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" შემადგენლობაში დიმაროში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც მიითვალა.
"კვარას" წარმატებულ გამოსვლას რუსი გულშემატკივრები ეხმაურებიან. აღსანიშნავია ერთ-ერთი კომენტარი, სადაც სავარაუდოდ, ავტორი ცინიკურ რეპლიკას აკეთებს:
"როდესაც ხვიჩა თავისუფალი აგენტი იყო, მაშინ ის "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობამ არ შეინარჩუნა. არადა, ქართველი რომ გუნდში დაეტოვებინათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან რამდენჯერმე გავიდოდა და რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა".
"შემიძლია ამ ბიჭს მხოლოდ წარმატებები ვუსურვო. იმედი მაქვს, დიდ წარმატებას მიაღწევს და საქართველოს ნაკრებს მრავალი წლის განმავლობაში მისი სახით ლიდერი ეყოლება. "ნაპოლიში"
"ველოდებით სერია A-ს ახალ სეზონში კვარაცხელიას წარმატებულ დებიუტს. მჯერა, "ნაპოლის" წინ გაუძღვება".
"კვარაცხელია აუცილებლად მიაღწევს წარმატებას, ამაში ეჭვიც არ მეპარება, "ნაპოლის" სტილს იდეალურად მოერგება".
"ჯერჯერობით კარგად გამოიყურება, განსაკუთრებით, პირველ ორ შეხვედრაში. ვნახოთ, როგორ გამოიჩენს თავს. ძალიან მინდა, რომ შეძლოს".
კომენტარები აღებულია Sports.ru-დან
"მზად ვარ გავაკეთო ის რაც გუნდს სჭირდება, პოზიციის შეცვლა არაა პრობლემა..." - ხვიჩა კვარაცხელია