"ეს თუ არ მოხდა, სეზონს ვერ დავიწყებთ" - სერია A-ს სტარტმა და "ნაპოლიში" კვარაცხელიას ოფიციალურმა დებიუტმა შესაძლოა, გადაიწიოს

AutoSharing Option
სერია A-ს პრეზიდენტმა ლორენცო კასინიმ განაცხადა, რომ თუ იტალიაში ასეთი ცხელი ამინდები შენარჩუნდება, დიდი ალბათობით, ჩემპიონატის სტარტის გადადება მოუწევთ.

კალჩოს 2022/23 წლების სეზონი, წესით, 13 აგვისტოს უნდა დაიწყოს, იტალიაში კი ახლა საშუალო ტემპერატურა 36 გრადუსს აღწევს.

კასინიმ თქვა, რომ მომავალი სეზონი ისედაც ანომალიური იქნება, რადგან ზამთარში მუნდიალი უნდა გაიმართოს, თუმცა, თუ ქვეყანაში ცოტა არ აგრილდება და ტემპერატურა არ დაიწევს, ფეხბურთის თამაში უბრალოდ შეუძლებელი იქნება.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს ამბავი ყველაზე საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას გამოა. თუ ჩემპიონატის სტარტმა მართლაც არ
გადაიწია, "ნაპოლიში" ქართველის ოფიციალური დებიუტი 15 აგვისტოს, "ვერონასთან" გასვლით შეხვედრაში უნდა შედგეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყატარში ჩაატარონ სერია ა ს თამაშები ! იქ მოედნის ქვეშ მაცივრები აქვთ დამონტაჟებული და ტრიბუნებზე კი კონდიციონერები PP
zura222
18:31 25-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული