მარადიშვილის შედევრი - 83-ე წუთზე შემოვიდა და ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ივლისს, რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ტურის მატჩში, სადაც მოსკოვის "ლოკომოტივმა" "როსტოვს" უმასპინძლა (2:2), 22 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა ეფექტური მაკრატელა გაიტანა და საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა.

მარადიშვილი თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო, 93-ე წუთზე კი ბრწყინვალე გოლი გაიტანა და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა. კონსტანტინე "ლოკომოტივს" 2021 წელს მოსკოვის ცსკა-დან 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. შეგახსენებთ, მარადიშვილი რუსეთის მოქალაქეა, ნათამაშები აქვს რუსეთის 20 და 21-წლამდელთა ასაკობრივ გუნდებში.

altმარადიშვილი საქართველოს ნაკრებზე, ქართველ გულშემატკივრებსა და ცსკა-სგან გამოწვეულ დეპრესიაზე საუბრობს


მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩვენ ვეცადოთ.არადა მართლა კარგი ფეხბურთელია და შეუძლია რამოდენიმე ადგილზე ითამაშოს.მამამის უბდა რომ საქართველოში ითამაშოს.თან ეხლა არის კარგი მომენტი,რუსებს ერთი სამი წელია მაინც არ გაატარებენ საერთაშორისო თამაშებს.მოკლედ სამუშაო რა.
კახა ქ.
06:49 27-07-2022
1
კაით რა ხალხო ამის მაკრატელა სახსენებლადაც არ ღირს ოქრის მაკრატელებთან კრასნოდარში რომ გაიტანა მარა რა ხეირი ქართულ ფეხბურთს ოქრისგან? ამისგან რაღას ელით?
რრრ
00:06 27-07-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული