მარიო რუი: გაგვიმართლა, რომ კვარაცხელია ჩვენთანაა

AutoSharing Option
31 წლის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა მარიო რუიმ მომავალ სეზონში "ნაპოლის" პერსპექტივებსა და გუნდის ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიაზე რადიო "კის კისთან" ისაუბრა:

"წინა წლებთან შედარებით, სიცხის გამო უფრო მეტი პრობლემა შეგვექმნა. რაც შეეხება მომზადებას, ახლა ბურთით მეტად ვმუშაობთ. 3-4-3 ტაქტიკა? ეს მეტოქეზე იქნება დამოკიდებული. ადრე კალეხონის, წელს კი ინსინიეს წასვლის გამო რაღაც შეიცვლება, მაგრამ სხვა ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც თავის წარმოჩენა და "ნაპოლიში" ისტორიის დაწერა სურთ.

ჩემი აზრით, კვარაცხელია ძალიან კარგი მოთამაშეა. ამას უცბად შეამჩნევ. ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდება. ვარჯიშებზე უბრალო პასებიდან და დრიბლინგებიდან
ჩანს, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია. ძალიან დაგვეხმარება და გაგვიმართლა, რომ ჩვენთანაა.

წინ ოსომჰენი გვყავს. მას შესანიშნავ ცენტრალურ თავდამსხმელად მივიჩნევ. შეტევაში დიდი რესურსი გაგვაჩნია".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ერთი კითხვა მაქვს რა , ეს გელა ნუგზარაშვილი ვინაა? :) რამე მითიური პერსონაჟია, თუ რეალური პიროვნება და რატომ მოყავთ საუბრებში ასე ხშირად
კაპიტან გარდენბურგი
11:47 27-07-2022
0
ჯმუხაძე და გელა ნუგზარაშვილის შეჯახება გახსოვთ?
გენა
08:00 27-07-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული