მარიო რუი: გაგვიმართლა, რომ კვარაცხელია ჩვენთანაა

AutoSharing Option
31 წლის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა მარიო რუიმ მომავალ სეზონში "ნაპოლის" პერსპექტივებსა და გუნდის ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიაზე რადიო "კის კისთან" ისაუბრა:

"წინა წლებთან შედარებით, სიცხის გამო უფრო მეტი პრობლემა შეგვექმნა. რაც შეეხება მომზადებას, ახლა ბურთით მეტად ვმუშაობთ. 3-4-3 ტაქტიკა? ეს მეტოქეზე იქნება დამოკიდებული. ადრე კალეხონის, წელს კი ინსინიეს წასვლის გამო რაღაც შეიცვლება, მაგრამ სხვა ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც თავის წარმოჩენა და "ნაპოლიში" ისტორიის დაწერა სურთ.

ჩემი აზრით, კვარაცხელია ძალიან კარგი მოთამაშეა. ამას უცბად შეამჩნევ. ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდება. ვარჯიშებზე უბრალო პასებიდან და დრიბლინგებიდან
ჩანს, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია. ძალიან დაგვეხმარება და გაგვიმართლა, რომ ჩვენთანაა.

წინ ოსომჰენი გვყავს. მას შესანიშნავ ცენტრალურ თავდამსხმელად მივიჩნევ. შეტევაში დიდი რესურსი გაგვაჩნია".

მკითხველის კომენტარები / 10 /
აბა რაა
ვახო...
20:47 26-07-2022
0
მეგობრებო იქნებ დადოთ რამე ხვიჩას გუშნწინდელ ინციდენტზე, როცა თანაგუნდელთან შეჯახების მერე ცოტა ხნით სუნთქვის პრობლემა შეექმნა.
ძალიან არასწორი ინფორმაციები ვრცელდება და ხალხიც ცხვრებივით იჯერებს.
ფიზიკურ მოუმზადებლობას აბრალებენ და რაღაც სისულელეებს.
რა შუაშია ფიზიკა შეჯახებასთან, მკერდში მოხვდა მაგრად და ვერ ამოისუნთქა რამდენიმე წამით, რამდენი მომენტი მინახავს მასეთი, გონებაც დაუკარგავთ ფეხბურთელებს, ფიზიკური მომზადება ამასთან რა კავშირშია.
არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ასე მოწმენდილ ცაზე უცებ ცუდად გახდა. დაიწყეს აი ხომ ვამბობდი არაა მზად და ასე შემდეგ.
ნერვები მეშლება რაა,ვინმემ ამ ხალხს სწორი ინფორმაცია დაუდოს ხომ შეიძლება.
ცხვრებივით რომ აყვნენ ერთმანეთს და ილანძღებიან
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული