"ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ორიოდე ამხანაგური შეხვედრა გამართა, თუმცა გულშემატკივრების სიყვარული უკვე დაიმსახურა. "ფეისბუქში" ქართველმა ემიგრანტმა მცირედი ისტორია მოგვიყვა:
"გუგლი გადაიტვირთა, რადგან მთელი იტალია ეძებს იმ სახელმწიფოს, სადაც დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია. პოულობენ და ვიამაყოთ, რომ ამათ თვალში მხოლოდ ბადანტეები არ დავრჩეთ. უბანში ყველა მეკითხება - იცნობთ Kuicha kuatskeli-ს? ეს არასწორად ნათქვამი გვარ-სახელიც კი მიხარებს გულს. ვიწყებ ჩემი "კვარახჭინა" იტალიურით იმის ახსნას, რომ ის არის პატარა, ულამაზესი სახელმწიფოდან (ქართველი რომაა, უკვე იციან), სტუმართმოყვარე ერის შვილია-მეთქი (არ ვამბობ, რომ ერთმანეთი გვძულს).
შეგახსენებთ, "კვარა" და "ნაპოლი" დღეს, 27 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე, "ადანა დემირსპორს" დაუპირისპირდება.