"მადლობა კვარაცხელიას გადაეცი..." - ქართველი ემიგრანტის ემოციური პოსტი

AutoSharing Option
"ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ორიოდე ამხანაგური შეხვედრა გამართა, თუმცა გულშემატკივრების სიყვარული უკვე დაიმსახურა. "ფეისბუქში" ქართველმა ემიგრანტმა მცირედი ისტორია მოგვიყვა:

"გუგლი გადაიტვირთა, რადგან მთელი იტალია ეძებს იმ სახელმწიფოს, სადაც დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია. პოულობენ და ვიამაყოთ, რომ ამათ თვალში მხოლოდ ბადანტეები არ დავრჩეთ. უბანში ყველა მეკითხება - იცნობთ Kuicha kuatskeli-ს? ეს არასწორად ნათქვამი გვარ-სახელიც კი მიხარებს გულს. ვიწყებ ჩემი "კვარახჭინა" იტალიურით იმის ახსნას, რომ ის არის პატარა, ულამაზესი სახელმწიფოდან (ქართველი რომაა, უკვე იციან), სტუმართმოყვარე ერის შვილია-მეთქი (არ ვამბობ, რომ ერთმანეთი გვძულს).

ახლა ტელეფონზე ფულის ჩასარიცხად ვიყავი (10€) და იქ მომუშავე პატარა ბიჭმა ფული არ გადამახდევინა. მადლობა რომ გადავუხადე, მიპასუხა - მადლობა ხვიჩა კვარაცხელიასო. წარმატებები ხვიჩას და მადლობა".

შეგახსენებთ, "კვარა" და "ნაპოლი" დღეს, 27 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე, "ადანა დემირსპორს" დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 23 /
ის ხალხი ვინც ცდილობთ თქვენი ბოროტული კომენტარებით შუღლი და ურთიერთდაპირისპირება გამოიწვიოთ შემოგზავნილები მგონიხართ და გულშემატკივრებს ვთხოვ ყურადღება არ მივაქციოთ
ყველას!!!
12:27 27-07-2022
3
ნუ ბჟუტურებთ ერთი რა ზუგდიდიში გავიზარდე და და მანდ რო სახელმწიპოებრივი აზროვნება არის ნუ იტყვით, მიდი ხვიჩა ისახელე თავი და გვასახელე მთელი საქართველო....... საქართველოს გაუმარჯოს....თავისი კუთხე კუნჭულებით..........
ჯიმა
17:06 27-07-2022
2

სიახლეები პოპულარული