"მადლობა კვარაცხელიას გადაეცი..." - ქართველი ემიგრანტის ემოციური პოსტი

AutoSharing Option
"ნაპოლიში" გადასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ორიოდე ამხანაგური შეხვედრა გამართა, თუმცა გულშემატკივრების სიყვარული უკვე დაიმსახურა. "ფეისბუქში" ქართველმა ემიგრანტმა მცირედი ისტორია მოგვიყვა:

"გუგლი გადაიტვირთა, რადგან მთელი იტალია ეძებს იმ სახელმწიფოს, სადაც დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია. პოულობენ და ვიამაყოთ, რომ ამათ თვალში მხოლოდ ბადანტეები არ დავრჩეთ. უბანში ყველა მეკითხება - იცნობთ Kuicha kuatskeli-ს? ეს არასწორად ნათქვამი გვარ-სახელიც კი მიხარებს გულს. ვიწყებ ჩემი "კვარახჭინა" იტალიურით იმის ახსნას, რომ ის არის პატარა, ულამაზესი სახელმწიფოდან (ქართველი რომაა, უკვე იციან), სტუმართმოყვარე ერის შვილია-მეთქი (არ ვამბობ, რომ ერთმანეთი გვძულს).

ახლა ტელეფონზე ფულის ჩასარიცხად ვიყავი (10€) და იქ მომუშავე პატარა ბიჭმა ფული არ გადამახდევინა. მადლობა რომ გადავუხადე, მიპასუხა - მადლობა ხვიჩა კვარაცხელიასო. წარმატებები ხვიჩას და მადლობა".

შეგახსენებთ, "კვარა" და "ნაპოლი" დღეს, 27 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე, "ადანა დემირსპორს" დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 23 /
Dzmebo da debo chemo kartuli adad tesit eteri kai natkvamia kartl kaxeti imereti guria da zamegrelo raja svanets kvela chven kutxe aris kvela sakartvelos Schvilebi varr ak satkeni ra aris amigsenit xvicha dzmao ar gicnob kvelgan kvela sportsmenia chven eris is mojidave ikneba gvixaria regbi kvelas gaumarjos da sikete da gaexarebinot xalxis guli pirvel Hitachi telaxadzeti davitkot xo ggvixaria sam medals koveli telitads igebs danarchenebic xo ise gvixaria rogoc xvicha kvaracxeliasavit es ukve rezimi icis aman rodi unda daze Caligula kai sportsmenma kvelaferi rezimit miaxtia kvela kai fexburteli mamardaschvli jankvetaze davitaschvili da kide bevri ak kutxurobas adgili ara akvs dzmebo ufals eteri sasaxelo sportcmenebis gazrdistvis jer kide izrdeba kvela sportschi.kvaracxelia me ese vxedav 2 an 3 telitadschi real madridschi moxvdeba dideba kvela sportsmens kutxuroba dzmebo da debo arafers schiaschi ar aris gaixaret kai sportsmenebistvis
Kaxa kvantaliani
07:18 30-07-2022
0
კვარა მაგარია ჩვენი სიამაყეა მაგრამ ის რომ იტალიელებმა ჩვენს შესახებ ეხლა გაიგეს და რუკაზე გვეძებენ პაპუასები კიარ ვართ კალაძემ 10 წელი ითამაშა თან საკმაოდ კარგად და არგვინდა ტუფტა ბაზრები )) ამ ადამიანმა აშკარად ეხლა დაიწყო ფეხბურთის ყურება კვარას პონტში
რონი
11:07 28-07-2022
0

სიახლეები პოპულარული