ბრწყინვალე დებიუტი
ცუდი გაგრძელება და "დაბრუნება"
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ცუდი დროება დაუდგა, რომელიც ივნისში ნიდერლანდებთან ამხანაგური შეხვედრით დაიწყო და ოქტომბერში საბერძნეთთან ბათუმურ დაპირისპირებამდე გაგრძელდა. "ჯვაროსნების" თავკაცი იდეალური განლაგების ძიებაში იყო და ამ პერიოდში მიქაუტაძე ბევრით ვერაფრით გამოირჩა. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გუნდს მისი ძლიერი მხარეების გამოყენება უჭირდა.
ვილი სანიოლის ნაკრების აღმავალი პერიოდის დიდი ნაწილი გიორგის ტრავმის გამო გაუცდა. "ერთა ლიგის" ახალი სეზონის სასტარტო მატჩში "მეცის" ფორვარდი სასტარტოში ვიხილეთ და მან გოლიც გაიტანა. ჩვენი ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა თქვა, რომ მიქაუტაძემ იმ კომპონენტებზე იმუშავა, რომელიც გამოსასწორებელი ჰქონდა. თუკი გიორგის ადრე იმის გამო ვაქებდით, რომ მუდმივად მეტოქის კარზე ორიენტირებული იყო, ბოლო მატჩებში მას მაინც გარკვეული ეგოიზმი შევამჩნიეთ, თუმცა სურვილი, რომ ნაკრების ფორმით გოლი ისევ გაეტანა, დიდი იყო, საბა ლობჟანიძემ კი მშვენიერი პასით ეს საკითხი აუსრულა კიდეც.
გამოჩნდა, რომ სანიოლს ძირითად ფორვარდად ბუდუ ზივზივაძე წარმოუდგენია, რომელიც ბოლო დროს მშვენიერ ფორმაშია და მიქაუტაძეს კიდევ უფრო დიდი ჯაფა დასჭირდება, სასტარტოში თამაში რომ დაიმსახუროს.
საკლუბო ამბები
ყოველთვის გვსურს, ჩვენს ფეხბურთელებს საკლუბო პროგრესი ჰქონდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი კიდევ უფრო მაღალი კლასის გუნდსა და უკეთეს ფორმაში იყვნენ. სამწუხაროდ, მიქაუტაძის შემთხვევაში ასე არაა. "მეცს" ელიტაში ადგილი რომ არ დაეკარგა, ქართველი ფორვარდი საფრანგეთის ლიგა 1-ში იასპარეზებდა, ახლა კი მას გამოსვლა რანგით მეორე დივიზიონში მოუწევს. "ჟორჟი" ბელგიაში წარმატებული იყო, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატი სხვა დონისაა. გასულ სეზონში "სერენში" მას ნდობა ჰქონდა და "მეცში" თადარიგში ყოფნას ბელგიაში დაბრუნება ნამდვილად სჯობდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა.
სადაც უნდა იყოს, მიქაუტაძემ უნდა გაიტანოს, თუმცა ბოლოს მან ეს სწორედ გიბრალტართან შეძლო. "მეცის" წინასასეზონო მომზადების ფარგლებში, ქართველმა შემტევმა 4 შეხვედრიდან 3 შეუცვლელად ჩაატარა, თუმცა თავის გამოჩენა ვერც იმ მატჩებში შეძლო, სადაც გუნდმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
"მეცი" სეზონს რამდენიმე დღეში, 30 ივლისს, "ამიენის" მასპინძლობით იწყებს და უახლოეს სანაკრებო პაუზამდე მიქაუტაძეს 9 მატჩის ჩატარების საშუალება ექნება. იმედია, ის გოლების ალღოს სრულფასოვნად დაიბრუნებს და "ერთა ლიგის" დარჩენილ შეხვედრებსაც კარგ ფორმაში შეხვდება. ფრანგულ ლიგებში ძველებური მდგომარეობა არაა, როცა ძალიან ცოტა გოლი გადიოდა, თუმცა ლიგა 2-ში დაცვის თამაშს მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ...
საქართველოს ნაკრებს ყველა რგოლში კონკურენცია სჭირდება, მათ შორის, შეტევაში და გიორგი მიქაუტაძეს დიდი რესურსი აქვს, სტაბილური მეგოლე იყოს.
მიქაუტაძეზე ფრანგული მედია წერს - ნაკრებში გაიტანა და გუნდში დამკვიდრებას ეცდება
ძალიან "დაგეშილია" კარზე, ამდენი კარში დარტყმები მე ქართველი თავდამსხმელისგან არ მახსოვს. ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია კარში დარტყმა, რაც მისი პოზიციის ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ბუდუც კარგი ბიჭია, მაგრამ მე პირადად მიქაუტაძის შემცვლელად უფრო ვხედავ.
წარმატებები ორივეს.