მიქაუტაძეზე ფრანგული მედია წერს - ნაკრებში გაიტანა და გუნდში დამკვიდრებას ეცდება

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ბოლოს იჯარის წესით ბელგიაში თამაშობდა, "მეცში" ბრუნდება და ეცდება, გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი გახდეს. ქართველი ფორვარდის წყალობით, "სერენმა" ბელგიის ჩენპიონატში ადგილი შეინარჩუნა. ივნისის სანაკრებო მატჩების დროს მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს და მან გიბრალტარის კარის დალაშქვრა მოახერხა.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, გიორგის ნამდვილად აქვს საფუძველი, მომავალ სეზონს იმედიანად შეხვდეს. მეცი "ლიგა 2"-ში გავარდა და უდავოა, რომ გუნდში რაღაც ცვლილებები უნდა მოხდეს, მათ შორის, ალბათ, მეტ ნდობას გამოუცხადებენ ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებს. მიქაუტაძეს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და ამჟამინდელი ვითარებით, საოცარი
კონკურენციის დაძლევა სულაც არ მოუწევს.

ბევრ რამეს სეზონისწინა ამხანაგური მატჩები გადაწყვეტს. სწორედ ამ დროს გაირკვევა, ვინ მოხვდება "მეცის" სასტარტო თერთმეტეულში – ქართველი მიქაუტაძე თუ სენეგალელი ნიანე”.

მომზადებულია Score-ის მიხედვით

altრაც თავიდან გვიკვირდა - საქართველოს ნაკრების შედეგი და მომავლის სამუშაო

altსაქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე გათამაშება დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
მიქაუტაძე მაგარი ფორვარდია ვერცხლისწყალივით მოძრავია და თამაშის დროს სულ ცდილობს დასარტყმელ პოზიციაზე გავიდეს, ეს იშვიათობაა ქართველ ფორვარდებში, ზივზივაძეს თუ არ ჩავთვლით,მიქაუტაძემ კარგი კლუბი უნდა მონახოს, ბელგიის გრანდებშიც შეუძლია მას თამაში ანდერლეხტი,ბრიუგე სტანდარტი,იმედია კრგ კლუბს მოძებნის.
qomagi
14:22 15-06-2022
1
დეიღალა აი ბაღანა მეორედან პირველ ლიგაში გუნდების თრევით
ბუჯანგა
13:54 15-06-2022
0

სიახლეები პოპულარული