ხვიჩას დიდებული საგოლე პასი - "ნაპოლი" "ადანა დემირსპორს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კასტელ დი სანგროში ამხანაგურ მატჩში „ნაპოლი“ „ადანა დემირსპორს“ დაუზავდა - 2:2.

ნეაპოლელთა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად სასტარტოში არ დააყენა და უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ შეუშვა შეცვლაზე. ქართველმა თამაში უმალ გაამწვავა, გაახალისა და მისი იუველირული პასით ირვინგ ლოზანომ „ნაპოლი“ დააწინაურა. შემდეგ კვარას გატანა ორჯერ მეკარემ არ დაანება. კონტრშეტევაზე კი ნეაპოლელთა მეკარესთან ბურთზე ბრძოლაში მარიო ბალოტელი წაიქცა (ისიც შეცვლაზე შევიდა), მსაჯმა ცოტა არ იყოს საკამათო პენალტი დანიშნა და „დაზარალებულმა“ ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე ნეაპოლელთა მცველმა ოლივეირამ მეტოქე საკუთარ საჯარიმოში
წააქცია და იუსუფმა თურქული გუნდი წინ გაიყვანა. თუმცა ბოლოს ლოზანომ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

ხვიჩამ 3 სპარინგში 3 ტაიმი ითამაშა - 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი 31 ივლისს „მალიორკასთან“ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ვაი მართლა ჩვენს პატრონს, სომხეთის, აზერბაიჯანის,ისრაელის და ომის ალში ჩახვეული უკრაინის კიევის დინამო ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდნენ,აქ კი კვარაცხელიას მიერ სამწრთნელ შეკრებაზე, რომელიღაც ყ კლასის გუნთან 7 ფეხბურთელთან ერთად მე-2 ტაიმში შეცვვლაზე შესულმა, როგორ გააკეთა საგოლე გადაცემა- ლამის ისტერიაში ჩავარდეთ ბაქი- ბუქით.
აშოტა
17:09 28-07-2022
11
ხვიჩას პასის მანერას უკვე დიდი ხანია ვაკვირდები ამ საგოლევ პასის შესრულება ზუსტად ისეთ სტილში იყო ზურიკოს რომ გაუკეთა საგოლე პასი ბულგარეთთან ! თითქოს ზემოდან ქვემოთ და რაღაცნაირად გვერდულად ურტყავს დაატრიალებს ბურთს წესით ასეთი დარტყმის მერე დაბლა უნდა წავიდეს და ბურთი მაინც ზემოთ მიფრინავს უცნაური ტრაექტორიით და ზუსტად იქ ეშვება სადაც უნდა დაეშვას ! ასეთ პასებს აკეთებდნენ თავის დროზე ყიფიანი მიქაელ ლაუდრუპი და რონალდინიო ! ასეთი პასების შესრულებითაც ეტყობა რომ მარტო სისწრაფეში და დრიბლინგში არაა ნიჭიერი და დარწმუნებული ვარ იმ სამივე ლეგენდის დონეზე ითამაშებს !
zura222
17:07 28-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული