"კვარაცხელიამ ყველა აანერვიულა, ძლიერ ტკივილს გრძნობდა..." - რა მოხდა "ადანასთან" შეხვედრაში და ქართველის რა ფოტოს აქვეყნებს ხვიჩას თანაგუნდელი [PHOTO]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ამხანაგურ შეხვედრაში თურქულ "ადანა დემირსპორს" დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

იტალიელთა ქართველი ვარსკვლავი მოედანზე მე-2 ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში გულშემატკივარს ანერვიულების საბაბი მისცა.

Sportall.Ge

ორთაბრძოლის შემდეგ ქართველი მოედნიდან წამოდგომას ვერ ახერხებდა და მარცხენა ხელის ძლიერ ტკივილს გრძნობდა, რამაც ყველა აანერვიულა, თუმცა ხვიჩა წამოდგა და თამაში მაინც დაასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენებურის თანაგუნდელმა ფაბიან რუისმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ "კვარას" ხელი აქვს შეხვეული, რაც აშკარად იმ სათამაშო ეპიზოდმა გამოიწვია.

Sportall.Ge

საბედნიეროდ, spazionapoli.it წერს,
რომ ხვიჩას ეს მდგომარეობა შეშფოთების საფუძველი არ არის და საქმე რაიმე გართულებასთან არ უნდა იყოს, თანაც კვარაცხელიამ მატჩი ბოლომდე დაასრულა.


მკითხველის კომენტარები / 6 /
კვარა მაგარია თუნდაც ნატკენი ხელით ასე რომ თურქებო უფრთხილდით მალე გაჩვენებთ კლასს კვარო და მთლიანად საქართველოს ნაკრები ერთა თასზე თუ სადმე გადაგვეყრწბით.
Georgia
28 ივლისი 2022 20:23
0
ფეხი დააბიჯა ხელზე იმ დურაქმა თურქმა @
zura222
28 ივლისი 2022 16:55
1
ისეთ ტკივილს გამოხატავდა მეგონა მოიტეხა :/
.
28 ივლისი 2022 11:53
6
თამაშის დროსაც შეხვეული ქონდა ხვიჩას ხელი
გიორგი
28 ივლისი 2022 11:36
3
თავიდან მხოლოდ მაჯაზე ჰქონდა დახვეული.ბოლოს კი,მთლიანი ხელის მტევანი ჰქონდა,შეხვეული
სოსო
28 ივლისი 2022 18:11
0
ის ერთი ქრონიკული დისმლაიქებელია ხო? :))))
გიორგი
28 ივლისი 2022 14:27
0

სიახლეები პოპულარული