"კვარაცხელიამ ყველა აანერვიულა, ძლიერ ტკივილს გრძნობდა..." - რა მოხდა "ადანასთან" შეხვედრაში და ქართველის რა ფოტოს აქვეყნებს ხვიჩას თანაგუნდელი [PHOTO]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ამხანაგურ შეხვედრაში თურქულ "ადანა დემირსპორს" დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.

იტალიელთა ქართველი ვარსკვლავი მოედანზე მე-2 ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში გულშემატკივარს ანერვიულების საბაბი მისცა.

Sportall.Ge

ორთაბრძოლის შემდეგ ქართველი მოედნიდან წამოდგომას ვერ ახერხებდა და მარცხენა ხელის ძლიერ ტკივილს გრძნობდა, რამაც ყველა აანერვიულა, თუმცა ხვიჩა წამოდგა და თამაში მაინც დაასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენებურის თანაგუნდელმა ფაბიან რუისმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ "კვარას" ხელი აქვს შეხვეული, რაც აშკარად იმ სათამაშო ეპიზოდმა გამოიწვია.

Sportall.Ge

საბედნიეროდ, spazionapoli.it წერს,
რომ ხვიჩას ეს მდგომარეობა შეშფოთების საფუძველი არ არის და საქმე რაიმე გართულებასთან არ უნდა იყოს, თანაც კვარაცხელიამ მატჩი ბოლომდე დაასრულა.


მკითხველის კომენტარები / 6 /
კვარა მაგარია თუნდაც ნატკენი ხელით ასე რომ თურქებო უფრთხილდით მალე გაჩვენებთ კლასს კვარო და მთლიანად საქართველოს ნაკრები ერთა თასზე თუ სადმე გადაგვეყრწბით.
Georgia
20:23 28-07-2022
0
ფეხი დააბიჯა ხელზე იმ დურაქმა თურქმა @
zura222
16:55 28-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული