"დიდებული ფეხბურთელია" - "ნაპოლის" ლიდერი კვარაცხელიათი აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
"ნაპოლის" ლიდერი, ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი, გუნდის ქართველი ახალწვეულით, ხვიჩა კვარაცხელიათი აღფრთოვანებულია.

ჩვენებურმა Instagram-ზე იტალიური გუნდის მაისურში გამოქვეყნებული ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა - Forza Napoli Sempre ("წინ, ნაპოლი, სამუდამოდ").

ამ ფოტოს სწორედ ოსიმენი გამოეხმაურა, რომელმაც "კვარას" დაუკომენტარა - "დიდებული ფეხბურთელი".

Sportall.Ge

ხვიჩას და ოსიმენის დუეტზე იტალიაში დიდ იმედებს ამყარებენ. იწერება იმის შესახებაც, რომ სერია A-ს მომავალ სეზონში ქართულ-ნიგერიული შემტევი წყვილი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. 

alt"კვარაცხელიამ ყველა აანერვიულა, ძლიერ ტკივილს გრძნობდა..." - რა მოხდა "ადანასთან" შეხვედრაში და ქართველის რა ფოტოს აქვეყნებს ხვიჩას თანაგუნდელი

[PHOTO]

altხვიჩას დიდებული საგოლე პასი - "ნაპოლი" "ადანა დემირსპორს" დაუზავდა [VIDEO]

altსპალეტი: კვარაცხელიამ იცის, როგორ მოეპყრას ბურთს


მკითხველის კომენტარები / 7 /
არველაძე-ბაბანგიდას შემდეგ მოგვენატრა ქართულ-ნიგერიული ტანდემი ფეხბურთში:)
Alex
17:47 28-07-2022
0
ხვიჩას პასის მანერას უკვე დიდი ხანია ვაკვირდები ამ საგოლე პასის შესრულება ზუსტად ისეთ სტილში იყო ზურიკოს რომ გაუკეთა საგოლე პასი ბულგარეთთან ! თითქოს ზემოდან ქვემოთ და რაღაცნაირად გვერდულად ურტყავს და ატრიალებს ბურთს წესით ასეთი დარტყმის მერე დაბლა უნდა წავიდეს და ბურთი მაინც ზემოთ მიფრინავს უცნაური ტრაექტორიით და ზუსტად იქ ეშვება სადაც უნდა დაეშვას ! ასეთ პასებს აკეთებდნენ თავის დროზე ყიფიანი მიქაელ ლაუდრუპი და რონალდინიო ! ასეთი პასების შესრულებითაც ეტყობა რომ მარტო სისწრაფეში და დრიბლინგში არაა ნიჭიერი და დარწმუნებული ვარ იმ სამივე ლეგენდის დონეზე ითამაშებს !
zura222
16:53 28-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული