ქუთათელაძის კომენტარი რუსეთის დატოვებისა და "როდეზში" გადასვლის შემდეგ

AutoSharing Option
როგორც უკვე გაუწყეთ, 21 წლის თავდამსხმელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ "სპარტაკი 2" დატოვა და კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ში, "როდეზის" რიგებში გააგრძელებს.

ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ ჩვენებურმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ფანების წინაშე თამაშს. მალე მოედანზე შევხვდებით", - ამბობს ქუთათელაძე.

ქუთათელაძე პრაღის "სპარტას", "ლილისა" და პსჟ-ის აკადემიებში ვარჯიშობდა, "სპარტაკში" კი 2019 წელს ჩაირიცხა. ნიკოლოზს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 3 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან 2021 წლის ზაფხულში რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

altქუთათელაძე მოსკოვის "სპარტაკიდან" ფრანგულ გუნდში გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ წერთ რუსებზე?
roma bejanidze
15:41 29-07-2022
7

სიახლეები პოპულარული