ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ ჩვენებურმა მოკლე კომენტარი გააკეთა:
"ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ფანების წინაშე თამაშს. მალე მოედანზე შევხვდებით", - ამბობს ქუთათელაძე.
ქუთათელაძე პრაღის "სპარტას", "ლილისა" და პსჟ-ის აკადემიებში ვარჯიშობდა, "სპარტაკში" კი 2019 წელს ჩაირიცხა. ნიკოლოზს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში 3 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან 2021 წლის ზაფხულში რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
ქუთათელაძე მოსკოვის "სპარტაკიდან" ფრანგულ გუნდში გადავიდა