"ნაპოლიში" 24 წლის ურუგვაელი მცველის მატიას ოლივეირას პრეზენტაცია ჩატარდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ გუნდში თამაში დიდი პატივია, ვიდრე "ხეტაფედან" გადავიდოდა, თანამემამულე თავდამსხმელ ედინსონ კავანის დაელაპარაკა, რომელმაც ურჩია არც დაფიქრებულიყო და მისი მიზანი გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა და ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობაა.
პრესკონფერენციაზე ოლივეირას ხვიჩა კვარაცხელიაზე დაუსვეს კითხვა. "ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და მოხარული ვარ, რომ მარცხენა ფლანგზე მის უკან ვარ", - უპასუხა ოლივეირამ.