მიქაუტაძის ჩინებული დასაწყისი - გოლი და საგოლე გადაცემა პირველ ტურში

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველ ტურში თავი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა.

მიქაუტაძის „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ამიენი“ 3:0 დაამარცხა. მე-20 წუთზე მასპინძლები გუეიემ დააწინაურა, შესვენებაზე გასვლის წინ სტუმართა კარი მიქაუტაძემ დალაშქრა, შესვენების შემდეგ ქართველის პასით ნიანემ გაიტანა, ხოლო 77-ეზე გიორგი შეცვალეს.

8 აგვისტოს, მეორე ტურში „მეცი“ გასვლაზე „კაენს“ შეხვდება.

მეცი. „სენ-სიმფორიენი“
მეცი - ამიენი 3:0
გოლები: 1:0 გუეიე (20), 2:0 მიქაუტაძე (44), 3:0 ნიანე (48)
გაძევება: ჩიმბებმე (86, მეცი)

მკითხველის კომენტარები / 7 /
https://www.youtube.com/watch?v=PqGyozKVHFw
უყურეთ
10:45 01-08-2022
0
Sabednierod nakrebis bichebi karg pormashi arian shavi dge elodebat makedonias da gibraltars ui ui ui
Georgia
17:40 31-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული