აქტიური ხვიჩა და "ნაპოლის" ფრე "მალიორკასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კასტელ დი სანგროში ამხანაგურ მატჩში „ნაპოლი“ „მალიორკას“ დაუზავდა - 1:1. ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც ძალიან ეუხეშებოდნენ, 72-ე წუთამდე ითამაშა, აქტიური იყო, თუმცა ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

მივყვეთ თანმიმდევრობით: „ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, თამაში აქტიურად დაიწყო და მისი წამოწყებული შეტევა პარტნიორებმა ვერ დააგვირგვინეს. შემდეგ მეტოქე უეხეშა და სამედიცინო პერსონალის ჩარევა გახდა საჭირო, თუმცა მალევე დაბრუნდა მოედანზე, ოსიმენს ჩინებული პასი გაუკეთა, რომელმაც დაახანა და მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ შეძლო. ესპანური გუნდი ძალიან ხისტად თამაშობდა,
ლოზანოც წააქციეს, მერე კი მსაჯმა პენალტი დანიშნა და ოსიმენმა „ნაპოლი“ დააწინაურა. მე-17 წუთზე ხვიჩამ ცრუ მოძრაობით მეტოქე ჩამოიცილა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა, მერე შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი კარს, ტაიმის დასასრულს კი დრიბლინგი წამოიწყო და საჯარიმოს წინ მცველმა მოცელა.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა და რაილომ თავურით ანგარიში გაათანაბრა. აქედან მოყოლებული, „ნაპოლი“ კვლავ დაეუფლა ინიციატივას. ხვიჩამ თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა და 72-ე წუთზე შეცვალეს. დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

მორიგ სპარინგს ნეაპოლური გუნდი 3 აგვისტოს „ჟირონასთან“ გამართავს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - მალიორკა 1:1
გოლები: 1:0 ოსიმჰენი (8, პენ), 1:1 რაილო (55)

მკითხველის კომენტარები / 34 /
სულიერად დიდი ადამიანის საქციელია, გენაცვალე კვარაა!
ირაკლი
02 აგვისტო 2022 20:19
0
უკვე დაიჭყო სერიოზულ გუნდებთან შეხვედრები და კვარაჩ ჩამოლაბორანტდა,უკვე იმით ინუგეშებთ თავს რომ აქტიური იყო. არავინაც არ ეუუხეშებოდა უბრალოდ მჭიდროდ ეთამაშებოდნენ და არა ისე,როგორც საქართველოში.
ჩასაფრებული
02 აგვისტო 2022 00:54
10
ხომ ხედავ რომ ფეხბურთი შენი საქმე არ არის! ერთი ლაიქი გაქვს და ისიც შენი დასმული
დავით 67
03 აგვისტო 2022 05:40
0
ესპანეთს და შვედეთს გაუტანა , ბოღმით არ გასკდე, მაკედონიაც მჭიდროდ ეთამაშებოდა დ მერე??. იმდენად პრიმიტიული აზროვნების ხარ, რომ გოლი თუ ვერ გაიტანა ესე იგი ცუდად ითამაშა?
აი თქვენნაირები წარმომიდგენია ცხოვრებისგან დაჩაგრული, წარუმატებელი ხალხი, დივანზე წამოწოლილი და დადებული რომ აქვთ გოლზე და იმის იქეთ ვეღარ აზროვნებემ, თუ ვერ გავიდა გოლი მერე გინებით შემოვარდებიან.
არ ჯობია საკუთარ ცხოვრებას მიხედოთ ასეთებმა და სპორტსმენებს შეეშვათ?
ძალიან გჭირდებათ წარმატებებიც და ადამიანობაც
!!
02 აგვისტო 2022 01:48
1
პასებს არ აძლევენ,ხშირად იგნორს უკეთებენ,ეგოისტობენ.მაგარი ბანძი გუნდია,მაგრამ სპალეტისაგან ბევრს ისწავლის,თან სერია ა მაინც სერია ა არის.იმედია ნაპოლი კარგი ტრამპლინი იქნება.წარმატებები ხვიჩას,არა უშავს დაუმტკიცე მაგ ბანძებს რომ უშენოდ გუნდი ნოლია.მიაწექი ხვიჩა,ღმერთი შენთან.
gurulo
01 აგვისტო 2022 22:26
1
ტრამვა ხომ არ მიიღო. არ მომეწონა, დიდხანს იგორა, მერეც არ მომეწონა. ღმერთო დაიფარე
ლევან მაღლაკელიძე
01 აგვისტო 2022 17:26
0
ხვიჩა საუკეთესო იყო!!!
tngh
01 აგვისტო 2022 15:47
0
იტალიის ჩემპიონატს რა ჭირს ზოგ-ზოგიერთის დასაწუნი? რამდენჯერ აიღეს ლიგის თასი იტალიურმა კლუბებმა იცი? ყველაფერში პოლიტიკას რატო აკვეხებთ? პირდაპირ თქვი რომ ხვიჩამ რუსეთი არ გააკრიტიკაო(რაზეც აღშფოთდა ჟურნალისტად წოდებული ვახო) და ეს არ მოგწონს, არიდებ ამას თავს და შემოვლითი გზებით ცდილობ და წვალობ:)) სირცხვილია სირცხვილი
ბექა
01 აგვისტო 2022 10:06
1
ეს კაი მარა იუთუბის კომენტარებში კორეელებმა რა ტვინი წაიღეს ამ კიმით, სულ მაგათი კომენტარები იყო
გელა
01 აგვისტო 2022 09:24
2
ბექა კორეელი ხო თამაშობდა რუბინში ალბათ ხვიჩაზე იქიდან იცოდნენ და მაგიტო უყურებდნენ რავი მეც გადავთარგმნე გუგლით და მზიანი ამინდი და რაღაცეებს წერდნენ მერე არ გადამითარგმნია ხვიჩაზე თუ წერდნენ რამეს?
გიორგი
01 აგვისტო 2022 13:03
0
ქართველებიც არ აკლებენ ზოგი მაგარ ქაჯობებს წერს მაგრა ტეხავს
rembo
01 აგვისტო 2022 11:28
0
ნამეტანი ეუხეშებიან ხვიჩას, თან ეს ამხანაგურებში. ჩემპიონატი რომ დაიწყება, მაშინ რა იქნება. მსაჯებმა უნდა იაქტიურონ. ამ ბოლო დროს ყვითლებსაც იშვიათად არიგებენ
დავით 67
01 აგვისტო 2022 07:30
0
რიმელ ესპანეთის ჩემპიონატზე იძახი მეფეაო??მეფე მაქ არის ორი ერთი კატალონიაში მეორე მადრიდში.ნუ ერთი გენერალი ატლეტიოკო:).ეს 3 გუნდი გადაიყვანე ლალიგა 2ში და იგივე ლალიგაა.მხოდ იტალია და ინგლშია თაბაბარი მაღალი დონის გუნდები.სად 4ეულში მოხვედრა არის ძნელი.
მოსეხონელი
01 აგვისტო 2022 05:47
3
ვინმემ გადამითარგნეთ ეს კაპა კაპპა სეტანტა სეტე რას ნიშნავს? :დდ
გოგა
01 აგვისტო 2022 05:21
0
კაპპა კაპპა სეტანტა სეტტე KK77
01 აგვისტო 2022 14:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული