"კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ "ნაპოლიში" მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან" - იტალიელმა ექსპერტმა ხვიჩა გააკრიტიკა

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" თამაშით ყველა აღფრთოვანებულია, გამოჩნდა ისეთი, რომელმაც ბურთის ზედმეტად დაჭერის გამო გააკრიტიკა და ეს იმ დროს, როდესაც მას პასს ხშირად არ აძლევენ.

იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, პროფესორმა ეუჯენიო ალბარელამ, Canale 21-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წინასასეზონო შეკრებისას სუსტი მეტოქეების ადვილად დამარცხების შემდეგ "ნაპოლიმ" "ადანა დემირსპორთან" და "მალიორკასთან" მხოლოდ სამი გოლი გაიტანა და ხვიჩა კვარაცხელიას ურჩია, უფრო ხშირად გაუკეთოს გადაცემები ვიქტორ ოსიმენს. ალბარელას ნაუბარი The nationon-მა გამოაქვეყნა და სტატია უმალ გადაბეჭდა ნიგერიულმა soccernet-მა.

"ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი იმედგაცრუებულია, რადგან გოლების
გატანა უჭირს. მას საჭირო პასებს ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია არ აძლევს. ნიჭიერი ქართველი ბათუმის "დინამოსგან" ლორენცო ინსინიეს პირდაპირ შემცვლელად შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის კვარაცხელიას ტალანტი ეჭვს არ იწვევს, მას იმაში "ადანაშაულებენ", რომ ბურთს ზედმეტად იჭერს. ოსიმენმა ბოლო სამი გოლიდან მხოლოდ ერთი გაიტანა და ისიც პენალტით. ალბარელას აზრით, ხვიჩა ჯერ კიდევ ეჩვევა გუნდს და ექსპერტს სურს, უფრო გამოცდილი პარტნიორის ირგვლივ ააგოს თამაში.

"კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ გუნდში თამაშობს, რომლის შემადგენლობაში, როგორც მინიმუმ, მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან. ოსიმენის და ლოზანოს პასებით მომარაგებაა აუცილებელი, ეს გამოსასწორებელია და დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი ამაზე უკვე მუშაობს.

თითქოს კვარაცხელიას უნდა, ნებისმიერ ფასად დაამტკიცოს, რომ კარგი ფეხბურთელია, თუმცა ეს მონდომება უსარგებლოა. აქ მთავარია, იყო პრინციპული და გადაწყვეტილების მიღებისას გაბედული", - განაცხადა ალბარელამ.

ოსიმენი ნეაპოლურმა კლუბმა 2020 წელს აფრიკელი ფეხბურთელებისთვის სარეკორდო თანხად, 81 მილიონ ევროდ შეიძინა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი 18 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მისი სამსახურით "არსენალი" და "მანჩესტერი" იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ არც ერთმა წინადადებით არ მიმართა".

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "გაძეტა დელო სპორტთან" აღნიშნა, რომ აფრიკელ ფეხბურთელებს აღარ შეიძენს, ვინაიდან მათ ფულს უხდის, ისინი კი შუა სეზონისას აფრიკის თასზე საასპარეზოდ მიდიან.

მკითხველის კომენტარები / 46 /
წავიკითხე იმ იდიოტი "პროფესორის" "სიბრძნე" ნაპოლის გვერდზე და იქვე გასცეს კარგი პასუხი ნაპოლის ფანებმა ! ეგ ისეთივე პროფესორია როგორც მე ვარ აკადემილოსი ! აშკარად ეტყობა რომ ტენდენციურია --ან ნაპოლის დაუძინებელი მტერია და უნდა რომ აურიოს საქმე ან კიდევ ვითაცამ სთხოვა ასე ეთქვა @
zura222
03 აგვისტო 2022 23:45
1
ახლა ბევრს არ მოგეწონებათ, მაგრამ სიმართლე ასეთია - რასაც ვუყურე ნაპოლის მოსამზადებელ რამდენიმე თამაშს იმედგაცრუებული დავრჩი, გუნდი კი არა ნახირია! საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში პირველ ლიგაში საშუალო ადგილების გუნდია. ხვიჩა მაგ გუნდში ისეა როგორც ნიკოლო პაგანინი ხაშურის მუსიკალური სკოლის გამოსაშვები კლასის მოსტ=წავლეებთან რომ დააყენო! მეცოდება ხვიჩა ამ სულელურ გუნდში! მისი ნაპოლიში გადასვლა ძალიან დიდი უიღბლობაა!
aburjga
03 აგვისტო 2022 22:20
23
Ჩამოკრული გაქვს აშკარად
Georgian
04 აგვისტო 2022 02:57
3
ეგ არის სპეციალური სტატია ვითომ კრიტიკა. ჩორტის ჩაგდებას ცდილობენ ხვიჩასა და ოსიმენს შორის
*
04 აგვისტო 2022 00:18
1
რა დავმალო და მალიორკასთან მეც მასე მომეჩვენა,რომ ცოტა ზედმეტს ჟონგლიორობდა და ბურთს ვერ ელეოდა.ასე არ გამოვა სერია ა_ში.
Master
03 აგვისტო 2022 20:47
16
ალბათ არ ესმის ხვიჩას მართლაც, რომ ნაპოლიში მისი დონის ფეხბურთელები არიან .. . იმიტომ რომ არ არიან. ასეა ბრატ
nika
05 აგვისტო 2022 03:20
0
სტატიის ავტორს საპასუხოდ ვეტყოდი:
კვარა გაცილებით შედეგიანი და მაღალი კლასის ფეხბურთელია ვიდრე ეგ ვიღაც ნიგერიელი ოსიმენი.
აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება ეგ ოსიმენი საერთოდ რომ გაუშვან ნაპოლიდან, მაინც ვერაფერს ვერ აკეთებს და გუნდის ლიდერობა მაინც სულ კვარას უწევს.
gio
04 აგვისტო 2022 13:09
2
რა უნდათ ხვიჩასგან? 5 თამაშში 4 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა, საუკეთესოა კარგია ყველანაირად და კარგი რატო ხარო ამ წუნკალმა ეხლა ეგ პრეტენზია წამოუყენა. ესეიგი მინუსი ძლივს მოუძებნეს ტიპს რომ ოსიმენს პასებს არ აძლევს ვითომ, არადა მისცა მაგ ოსიმენს პასი და ვერ გაიტანა იმანა მაგარი მომენტი ვერ გამოიყენა. მაგ ლოზანოსაც მისცა და გაატანინა. ერთხელ პენალიც დაარტყმევინა როცა პენალტისტად ხვიჩაა დანიშნული გუნდში უკვე. ანუ, უფრო მეტ პასებს რატომ არ აძლევსო?! ესეიგი გამოდის რომ ხვიჩამ სულ ოსიმენზე უნდა იმუშაოს და თვითონ სტატისტიკა რომ არ ექნება მეტი რა უნდათ მერე რუსებს აი გოლები ვერ გააქო ხომ გითხარითო აი ეს არაფრის მაქნისი გრუზინიო. ასე რომ ეს არის პროვოკაცია, რარ უნდათ რომ ხვიჩამ ბევრი გოლები გაიტანოს და ცდილობენ ტექნიკურად მარტო ოსიმენის პასებზე გადაატანინონ კონცენტრაცია რომ სეზონის ბოლოს დასცინონ თვითონ გოლები ვერ გაიტანაო. მაგ ოსიმენს ისედაც საკმარისად მისცემს პასებს და იმან უნდა გაიტანოს. ასე რომ ამ პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს
დამიჭირეს მკლავი მომჭრეს რატომ კარგი აგიგია!
04 აგვისტო 2022 03:35
3
დაკომპლექსებულია ვიღაცა. დღეს კვარამ რაც ითამაშა, მე არ ვიცი რა - მაგარ!!!
კაპიტან გარდენბურგი
04 აგვისტო 2022 02:51
0
ისე მე თუ მკითხავთ საჭიროა ასეთი ე.წ კრიტიკოსები რადგან როცა დადგება დრო ხვიჩას გრანდში გადასვლის და უეჭველად დადგება მას ძაანაც არ უნდა დაწყდეს გული იქედან წამოსვლისას, გაიხსენებს ეგეთებს და მიიღებს თამამ გადაწყვეტილებას, თორემ ხომ გახსოვთ გიორგი ქინქლაძე ყველას, რომ უყვარდა სიტიში ვერ გადაწყვიტა დროულად გუნდის დატოვება ბარსას და ლივერპულს უთხრა უარი და ჩაყვა გუნდს მე-3 ლიგაში, ნამეტანი არაფერი ვარგა არც სიყვარული.
რრრ
04 აგვისტო 2022 18:59
1
რა უნდათ ხვიჩასგან? 5 თამაშში 4 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა, საუკეთესოამინუსი ძლივს მოუძებნეს ტიპ
დამიჭირეს მკლავი მო
04 აგვისტო 2022 03:22
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული