ხვიჩაზე ნადირობდნენ - ის საუკეთესო იყო და გაიტანა კიდეც [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ნაპოლიმ“ კასტელ დი სანგროში ამხანაგურ მატჩში „ჟირონა“ 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც „მალიორკასთან“ სპარინგში დაშავდა, 24-ე წუთზე ტრავმირებული მატეო პოლიტანოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. მან მაშინვე გაამწვავა თამაში, ბურთი საჯარიმოს გარეთ გაზონზე დაუშვებლად დაარტყა და ოდნავ ააცილა მიზანს, ხოლო 79-ე წუთზე ქართველმა თავის მიერ მოპოვებული პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მას ისევ ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ, ჯერ საჯარიმოს მისადგომებთან მოცელეს, 90-ე წუთზე კი მცველმა სახეში იდაყვი ჩაარტყა, სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა მოედანი და შეცვალეს. თუმცა, როგორც ჩანს, სერიოზული დაზიანება არ მიუღია.

კვარამ 5
მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი 6 აგვისტოს „ესპანიოლთან“ გამართავს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“

ნაპოლი - ჟირონა 3:1
გოლები: 1:0 ლოპესი (27), 1:1 კასტელიანოსი (57), 2:1 პეტანია (77), 3:1 კვარაცხელია (79, პენ)

მკითხველის კომენტარები / 22 /
წინა თამაშშიც და ახლაც,სრულიად აშკარა და განზრახ უხეშობა მსაჯებმა ისე გაატარეს,ჯარიმაც კი არ ჩასტვინეს
სოსო
04 აგვისტო 2022 12:46
1
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო კაცო გენაცვალე გულში მაგარი კაცი ხარ უფალმა დალოცოს და გააძლიეროს
კაკო
04 აგვისტო 2022 11:32
0
რუსებს პრემია აქვთ დაწესებული ალბათ ამის მოჩეხვაზე
ist
04 აგვისტო 2022 07:43
8
ნადირობდნენ არა თევზაობდნენ, უბრალოდ მჭიდროდ ეთამაშებოდნენ, უკვე თითქმის ყველამ იცის ბურთს რომ იღებს რის გაკეთებას აპირებს. არც ისაა გასაკვირი სასტავში რომ არ არის. აი მოწინააღმდეგე გუნდმა მე-2 ტაიმში ლამის მთელი შემადგენლობა შეცვალა და კვარაც სუსტებში შედარებით გამოჩნდა. ბიჭს დრო უნდა- დროო ევროგრანდების თამაშის სტილს რომ მოერგოს.
დრაივა
04 აგვისტო 2022 12:53
21
წინა თამაშში მცირე ტრამვა ჰქონდა კვარას.გუნდთან არც უვარჯიშია, მწვრთნელი აპირებდა დასვენებას, მაგრამ კაცი დაემტვრა და შეიყვანა კვარა. თავში ხელს რომ ურტყავენ მჭიდრო თამაშისგანაა?? რამდენჯერმე რომ წააქციეს ესეც მჭიდრო თამაშიგამოა? არაფერი შენ არ გესმის და რატომ წერ კომენტარს???
დრაივა ხარ თუ შაშუბეშა
05 აგვისტო 2022 00:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული