"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში, ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა და ბუდუ ზივზივაძემ გოლიც გაიტანა.

ევროპა ლიგა
„სლოვანი“ პირეოსში „ოლიმპიაკოსთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1. არადა, მოგებასთან ძალიან ახლოს იყო.

მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამივე ჩვენებური - გურამ კაშია (ყვითელი ბარათი მიიღო), ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა და მხოლოდ გიორგი შეცვალა 90+2-ე წუთზე. სტუმრები 63-ე წუთზე გრინმა დააწინაურა, შემდეგ ჩაკვეტაძის შესანიშნავი გარღვევა კუცკამ ვერ დააგვირგვინა, საპასუხო გოლი კი 86-ე წუთზე ელ-არაბიმ გაიტანა.

ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუპი“ დუბლინში 1:3
დამარცხდა „შემროკ როვერსთან“. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა გაგი მარგველაშვილმა.

კონფერენს ლიგა

„რაკუვმა“, რომლის განაცხადში ისევ არ იყო ვაკო გვილია, ტრნავაში 2:0 სძლია „სპარტაკს“.

„აპოელმა“ საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა „კიზილ-ჟარი“. მასპინძელთა რიგებში 73-ე წუთამდე იასპარეზა ბუბა დაუშვილმა. განაცხადში არ იყვნენ ტრავმირებული გიორგი ქვილითაია და ახალწვეული ლაშა დვალი. სტუმართა გუნდის სასტარტოში იყო ელგუჯა ლობჯანიძე, რომელიც 90+3-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ივანიაძე სათადარიგო გახლდათ.

„ნეფთჩიმ“ ბაქოში 2:1 მოუგო „რაპიდს“. ავსტრიელებმა ერთადერთი საპასუხო გოლი კომპენსირებულ დროში გაიტანეს. აზერბაიჯანულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ.

„ლეხი“ რეიკიავიკში „ვიკინგურთან“ 0:1 დამარცხდა. პოზნანელთა გუნდის მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი 61-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

„ფეჰერვარმა“ სახლში „პეტროკუბი“ 5:0 გაანადგურა. ბუდუ ზივზივაძე 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 88-ე წუთზე პენალტი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 3 მატჩში 3 გოლია.

საპასუხო შეხვედრები 11 აგვისტოს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს ლეხი როგორი სუსტი გუნდია. 3 გასვლითი თამაშიდან, 2 წააგო 1:5, 0:1, ხოლო 1 ფრე, ისიც ბათუმთან. ჩემპიონატშიც ყველა უგებს, ვისაც არ ეზარება. სამწუხაროა, რომ ასეთმა სუსტმა გუნდმა 5:0 მოგვიგო.
გელა
09:35 05-08-2022
0
ვუყურე სლოვანის თამაშს და ჩაკვეტაძე ჩემი აზრით ზამთარში ძალიან ახლოს იქნება მინიმუმ ძველ ჩაკვეტაძესთან
ილიავარ...
11:21 05-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული