ტრანსფერი დადასტურდა! - ლოჩოშვილი "ვერონას" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ავტრიული "ვოლფსბერგერის" პრეზიდენტმა დიეტმარ რიგლერმა krone.at-თან საუბარში დაადასტურა, რომ კლუბის 24 წლის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი "ვერონაში" გადადის.

როგორც მან აღნიშნა, იტალიურმა კლუბმა მშვენიერი ფინანსური წინადადება შესთავაზა და უარის თქმა არ შეეძლოთ.

ამასთან ერთად, მათი მიზანი იყო, რომ ლუკა, როგორც ფეხბურთელი, აღეზარდათ და განევითარებინათ, შემდეგ კი ის სარფიანად გაესხვისებინათ.

ახლა რიგლერი იმედოვნებს, რომ ლოჩოშვილი კლუბში მცირე დროით კიდევ გაჩერდება, გუნდს კონფერენს ლიგაზე "გზირასთან" მატჩში დაეხმარება და მხოლოდ ამის შემდეგ წავა "ვერონაში".

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელები ქართველი მცველის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს
იხდიან.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ყოჩაღ ლოჩო, შენ, კვარა და სხვა მრავალი კიდე. აზაროვს ციტა ჯანზე მოსვლა მოუხდება, არა მგონია 5-6 კილომ სისწრაფე დააკლოს. კიტეიშვილიც იქნებ მომჯობინდეს და ჩაკვეც შევიდეს ფორმაში, და სერია ა-ში არავინ დაიწუნებს ამ ყმაწვილებს
ivan
23:04 05-08-2022
2
ძაან მაგარი ინფორმაცია!!! ორი ქართველი სერია ა-ში, შენს ხელშია ლუკა ყველაფერი!
ზურა
21:46 05-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული