ხვიჩა შოუ! - კვარაცხელიამ ორ თანაგუნდელს ერთად ისეთი საოცარი ფინტი ჩაუტარა, ვარჯიშზეც კი ოვაციები და ტაში დაიმსახურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
calcionapoli24 "ნაპოლის" ერთ–ერთი ვარჯიშიდან ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, თუ რა ბრწყინვალე ფინტი ჩაუტარა ხვიჩა კვარაცხელიამ თანაგუნდელებს, ლოსანოსა და ლობოტკას.
მკითხველის კომენტარები / 35 /
როგორ მეზიზღება ეს უხეში თამაში და ფეხებში განზრახ ჩარტყმა
..
06 აგვისტო 2022 19:05
0
ამ ვარჯიშის ვიდეომ და ხვიჩას ფინტებმა მოიარა ნაპოლის საიტები და ჩვენებმა თუ დადეს მარტო მაშინ დაითარსება და თავში აუვარდება? ნაპოლის გვერდებზე რატომ არ წერთ, ამდენს ნუ აპიარებთ ხვიჩასო, იქ პირიქით შევარდნილი ხართ და თუ რომელიმე ფოტოზე არაა, ბავშვი სად არისო უწერთ უაზროდ და გადაავსეთ მთელი საიტი ქართული გინებებით :))
ვიღაცეებს ძალიან რომ გაწუხებთ ხვიჩას ვიდეოები, შეგიძლიათ სხვა გვერდზე გადახვიდეთ და რაც გაინტერესებთ იმით დაკავდეთ!
ერთადერთი რაც მაწუხებს ამ ვიდეოში, მცველის უხეში თამაშია.
Winter
06 აგვისტო 2022 17:33
1
სუკ-ის აგენტი ოდალაც გამოხტა და თავისი ღრმად კომპეტენტური კომენტარიც გააკეთა. უჯობს მშობლიურ "ზენიტს" მიხედოს.
მალხაზი
06 აგვისტო 2022 18:18
0
რამდენადაც სანახაობრივი და სასიამოვნო საყურებელია ამ უნიჭიერესი ბიჭის ყურება ყოველ ჯერზე იმდენად შიშით უყურებ მის ყველა თამაშს რომ დაბოღმილმა თუნდაც თანაგუნდელებმა კვარას ზიანი არ მიაყენოს. მსგავსი ფინტები ზოგიერთისთვის შეურაცხმყოფელია. ნეიმარს, მესის არ პატიობს ზოგი და ძალით ჩეხავენ მერე. არ გამიკვირდება ვინმე კვარასაც მსგავსად მოექცეს. ამ შემთხვევაში თითქოს სხვა გზა არ ქონდა, მაგრამ არის მომენტები როდესაც შეუძლია ასე გაბითურების გარეშე მარტივადაც გაცდეს კაცს, მაგრამ მაინც იყენებს მის მრავალფეროვან არსენალს. ვფიქრობ ცოტა ზომიერება უკეთესი იქნება სანამ მეტად დაფასდება მისი პიროვნება ჯერ გუნდში და შემდეგ სერია ა ში. გულშემატკივარს კი თავს აყვარებს, მაგრამ არ მგონია გუნდელების და მითუმეტეს მოწინააღმდეგის პატივისცემა ასე მოიპოვოს.თავმდაბლობა და სხვისი პატივისცემა (თუნდაც მოწინააღმდეგის) რაც აქვს აშკარად კვარას, როგორც მოედნის გარეთ ასევე მოედანზეც მეტად უნდა გამოვლინდეს რაც ხშირად ფინტებზე უკეთესი შედეგის მომტანია ...
გულ შემატკივარი
06 აგვისტო 2022 16:31
4
ეგთი რამე არსებობს, მაგრამ სად დახვეწოს ფინტები თუ არა ასეთ სპარინგებში?
გიორგი
06 აგვისტო 2022 17:00
0
რომ მოატყუა მერე რა გააკეთა, მერე? დაარტყა?? :))) ეგრე ოქრიაშვილიც 'მატაობდა' და ჭანტურიაც, არაბიძე არანაკლები ტექნარია და ბევრს ჩამოვთვლი კიდევ. რატომღაც მგონია მაგარი იმედგაცრუება გელით, ისე მაღლა აფრინდით უკვე :)) ნამდვილ გულშემატკივრებსაც გვაცალეთ ცოტა. შეეშვით ასეთ უაზრობებს. სტიაუასთან სტადიონზე წინ ბავშვები მეჯდნენ, წითელ-ყვითელი ბარათები, დიდი საყვირები და კოკა-კოლა ჰქონდათ. კარგი, ქართველი, წესიერი, ზრდილობიანი ბავშვები, ასე 10-11 წლის იქნებოდნენ. ხან და ხან მგონია სულ ასეთი ბავშვებით არის სავსე საქართველო და არა მარტო საფეხბურთო სამყარო.
odala
06 აგვისტო 2022 13:14
40
ანუ ბურთი არ უნდა მიეღო და მეტოქე არ უნდა ჩამოეშორებინა? კუთხურზე უნდა გადაეგდო და უკან დაბრუნებულიყო? ძალიან ცხელა ეტყობა ))) რომ უყუროთ და მერე იჭკვიანოთ არა? რაღაცის გულშემატკივარი შეიძლება ხართ მაგრამ ფეხბურთის რომ არ გაგეგებათ ეგ ცხადია.
nika
06 აგვისტო 2022 13:45
2
დამშვიდდი, თავადაც მიაღწიე რაიმეს, უფრო ნაკლებას მოგინდება სხვისი გალანძღვა. ასეთ კომენტარებს მხოლოდ წარუმატებელი, დივანზე წამოწოლილი არსებები წერენ :)
!!
06 აგვისტო 2022 17:20
0
ყველა გამოხმაურება
ვითომ ფინტი გაუკეთა,ბურთი მცველს ჩააბარა, ფეხში მოხვდა და გამოეთიშა არა მარტო ეპიზოტს,არამედ თამაშს რამდენიმე წუთით გუნდმა კი მწვავე კონტრშეტევა მიიღო.....ამას ეძახით სოლიდურ, მაღალი კლასის ფეხბურთს? ასე შეიძლება ითამაშოს მესიმ ან მასთან მიახლოვებულმა ვასკვლავებმა და არა კვარამ ამ ეტაპზე,თუ არა და ნახავთ მომდევნო ოფიციალურ თამაშებში.
mees
06 აგვისტო 2022 12:04
49
რა ჩააბარა ხოარ ღადაობ დაბოღმილმა უკნიდან ფეხში ჩაარტყა თორე ერთი-ერთზე შედიოდა ფაქტიურად. გეტყობა რომ ფეხბურთელი არასდროს ყოფილხარ :)
gavasha
06 აგვისტო 2022 12:10
0
გონების დაბნელების რა მიზეზი გაქვთ? დავას და განსჯას რომ აზრი არ აქვს ცხადია თუმცა საინტერესოა ასეთი ულტრა ირაციონალური აზრების წარმოშობის საფუძველი... თქვენ აშკარად "ცალ ფეხზე" დგახართ და გგონიათ რომ ფეხბყრთელიც ერთ ფეხზე დგას...
nika
06 აგვისტო 2022 13:00
5
იტალიის ჩემპიონატში მოწინააღმდეგეებს რომ არ ზოგავენ და ყოველთვის ცდილობენ ჩუმად დაარტყან,ვიცოდი,მაგრამ ვარჯიშზე თანაგუნდელებიც თუ იმეტებდნენ,ეგ აღარ მეგონა.
სოსო
06 აგვისტო 2022 21:07
0
რა ქნას ვარჯიშზე?არ მოატყუოს?არ გაიქცეს,არ გაასწროს თანაგუნდელს,ბურთი ფეხებ შუა არ გაუტაროს,გვერდი არ აუქციოს,თავის თანაგუნდელ მეკარეს ბურთი კარებში არ დაურტყას და არ გაიტანოს,თორემ ეწყინებათ,რაც კარგად იცის და ესმის,ამას ვარჯიშებზე თუარ გააკეთებს კიდევ ერთხელ არ დაამუშავებს თავის ფინტებს აბა ოფიციალურ მატჩში თავის თანაგულდელებს უნდა უთხრას,რა ვქნა როგორ მოვიქცეო,ვერ გავიგე,ფეხბურთია თუ ქურდული გარჩევები,რატომ მომატყუე დედას გიტირებ და ფეხებს დაგამტვრევო..........
თერჯოლელი
06 აგვისტო 2022 17:32
0
ნუ შექმენით ეხლა ხვიჩას კულტი, აცადეთ დაიწყება ჩემპიონატი და ლიგა და იქ რასაც გააკეთებს ის გააშუქეთ, ეჭვი მაქვს სასწაულებს ჩაიდენს ტრავმა თუ არ მიიღო, რა ამბავია ვარჯიშის ამბები ყოველ დღე
Rrt
06 აგვისტო 2022 16:53
9
ვინ შექმნა კულტი? ნაპოლის საიტები სავსეა ამ ვიდეოებით და იმათაც ეგრე უწერთ ხვიჩას ნუ აპიარებთო?
Winter
06 აგვისტო 2022 17:45
0
https://www.youtube.com/watch?v=Hcg0X_k0h20
nika
06 აგვისტო 2022 21:01
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული