ხვიჩა შოუ! - კვარაცხელიამ ორ თანაგუნდელს ერთად ისეთი საოცარი ფინტი ჩაუტარა, ვარჯიშზეც კი ოვაციები და ტაში დაიმსახურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
calcionapoli24 "ნაპოლის" ერთ–ერთი ვარჯიშიდან ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, თუ რა ბრწყინვალე ფინტი ჩაუტარა ხვიჩა კვარაცხელიამ თანაგუნდელებს, ლოსანოსა და ლობოტკას.
მკითხველის კომენტარები / 35 /
რამდენადაც სანახაობრივი და სასიამოვნო საყურებელია ამ უნიჭიერესი ბიჭის ყურება ყოველ ჯერზე იმდენად შიშით უყურებ მის ყველა თამაშს რომ დაბოღმილმა თუნდაც თანაგუნდელებმა კვარას ზიანი არ მიაყენოს. მსგავსი ფინტები ზოგიერთისთვის შეურაცხმყოფელია. ნეიმარს, მესის არ პატიობს ზოგი და ძალით ჩეხავენ მერე. არ გამიკვირდება ვინმე კვარასაც მსგავსად მოექცეს. ამ შემთხვევაში თითქოს სხვა გზა არ ქონდა, მაგრამ არის მომენტები როდესაც შეუძლია ასე გაბითურების გარეშე მარტივადაც გაცდეს კაცს, მაგრამ მაინც იყენებს მის მრავალფეროვან არსენალს. ვფიქრობ ცოტა ზომიერება უკეთესი იქნება სანამ მეტად დაფასდება მისი პიროვნება ჯერ გუნდში და შემდეგ სერია ა ში. გულშემატკივარს კი თავს აყვარებს, მაგრამ არ მგონია გუნდელების და მითუმეტეს მოწინააღმდეგის პატივისცემა ასე მოიპოვოს.თავმდაბლობა და სხვისი პატივისცემა (თუნდაც მოწინააღმდეგის) რაც აქვს აშკარად კვარას, როგორც მოედნის გარეთ ასევე მოედანზეც მეტად უნდა გამოვლინდეს რაც ხშირად ფინტებზე უკეთესი შედეგის მომტანია ...
გულ შემატკივარი
06 აგვისტო 2022 16:31
4
ეგთი რამე არსებობს, მაგრამ სად დახვეწოს ფინტები თუ არა ასეთ სპარინგებში?
გიორგი
06 აგვისტო 2022 17:00
0
ძალიან არ მომწონს რომ ასე ხისტად ეთამაშებიან, შენი თანაგუნდელი რომ მცირე ტრამვას მოგაყენებს მერე რა იქნება ჩემპიონატი რომ დაიწყება და დაუნდობელი ომი წავა ყოველ ქულაზე, სპალეტი ალბათ რაღაც ზომებს მიმართავს, ღმერთმა დაიფაროს და ჯანმრტელად ამყოფოს ხვიჩა
ალეკსანდრე
06 აგვისტო 2022 14:53
0
კვარაცხელი ჯე დააარქვით საიტს. ქართულ ფეხბურთში რომ უამრავი პრობლემებია არ არის ხომ საინტერესო?
jorj
06 აგვისტო 2022 14:23
11
odala: "რომ მოატყუა მერე რა გააკეთა, მერე?"
მერე ფეხში ჩაარტყეს და მცირე ტრავმა მიიღო. რეალურ თამაშში ყვითელ ბარათს მიიღებდა მოწინააღმდეგე.
ქ. გ.
06 აგვისტო 2022 14:18
0
ვინც კვარას ტალანტს და დონეს ვერ ხვდება, თუნდაც ამ ეტაპზე, ნუ დაიღლებით ფეხბურთის ყურებით. მაინც არაფერი გაგეგებათ ამ სპორტის. რა ვარჯიშიო, ჯერ დაიწყოსო ჩემპიონატიო და მერე ვილაპარაკოთო. კვარა არის ქართული ფეხბურთის მეფე. 1976-ის მერე ყველა თაობის თამაში მინახავს, მაგრამ ასეთი ტალანტი საქართველოს არ ჰყოლია, კვარა მეფეა. კვარადონა რეი. ის გადარევს საფეხბურთო სამყაროს და დაჩრდილავს ყველას, ჰალანდით დაწყებული მუსიალათი დამთავრებული.
D
06 აგვისტო 2022 13:44
6
შენ ჯერ საკუთარი აზრის ზრდილობიანად ჩამოყალიბება ისწავლე და მერე სხვა დანარჩენი
დონ ვიტო
06 აგვისტო 2022 16:53
0
კი, ნაღდი ხარ! მე 1964 დან მინახავს და ვუყურებდი ყველა ჩვენი ვარსკვლავის თამაშს! რომელი ერთი გავიხსენო, მაგრამ კვარა, კვარაცხელია ამ თამაშის ბობი ფიშერია, ყველას წარსულში ვინც იყო ერთი თავით აღემატება!
არჩილ კ. ხოფერია
06 აგვისტო 2022 16:34
0
რომ მოატყუა მერე რა გააკეთა, მერე? დაარტყა?? :))) ეგრე ოქრიაშვილიც 'მატაობდა' და ჭანტურიაც, არაბიძე არანაკლები ტექნარია და ბევრს ჩამოვთვლი კიდევ. რატომღაც მგონია მაგარი იმედგაცრუება გელით, ისე მაღლა აფრინდით უკვე :)) ნამდვილ გულშემატკივრებსაც გვაცალეთ ცოტა. შეეშვით ასეთ უაზრობებს. სტიაუასთან სტადიონზე წინ ბავშვები მეჯდნენ, წითელ-ყვითელი ბარათები, დიდი საყვირები და კოკა-კოლა ჰქონდათ. კარგი, ქართველი, წესიერი, ზრდილობიანი ბავშვები, ასე 10-11 წლის იქნებოდნენ. ხან და ხან მგონია სულ ასეთი ბავშვებით არის სავსე საქართველო და არა მარტო საფეხბურთო სამყარო.
odala
06 აგვისტო 2022 13:14
40
დამშვიდდი, თავადაც მიაღწიე რაიმეს, უფრო ნაკლებას მოგინდება სხვისი გალანძღვა. ასეთ კომენტარებს მხოლოდ წარუმატებელი, დივანზე წამოწოლილი არსებები წერენ :)
!!
06 აგვისტო 2022 17:20
0
რეებს ბჟუტურობ ხოლმე? ))) ფეხბურთი ასეთი ფინტებით ფასობს და მაგის პირდაპირი მოვალეობაა ესეთი ფინტები ჩაუტაროს მოწინააღმდეგეს. მთავარია რამე თქვა და რას იტყვი მაგას მნიშვნელობა არა აქვს?)))
გიორგი
06 აგვისტო 2022 17:05
0
ყველა გამოხმაურება
თანაგუნდელი არ უნდა გააბითუროსო რა შუაშია? ფეხბურთია და სტილი აქვს ასეთი. მადლობა თქვან რომ ასეთი ტალანტი ჩაიგდეს ხელში. ვინც ამაზე იბოღმება კიდე ნაპოლიში ის აფუჭებს ამინდს ზუსტად
რაბუ
06 აგვისტო 2022 12:53
3
ნაპოლენმა თქვა დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო.

არ ღირს ჯერ კვარაცხელიას ასე გაფეტიშება, იი კაცი მოატყუა, იი გოლი გაიტანა, იი ფინტი გააკეთა..
დაიწყოს ჩემპიონატი და მერე ვნახოთ.

ღმერთმა ქნას მართლა დაავიწყოს კვარამ ნეაპოლს მარადონა.

დონ ვიტო
06 აგვისტო 2022 12:35
13
მე მგონია რომ უნდა შეეშვას თანაგუნდელების ასე გაბითურებას ! ლოკომოტივში რომ გადავიდა იქაურ აკსაკალ (დამსახურებულ მოხუც) ფეხბურთელს ორჯერ გაუტარა ფეხებში ბურთი და ის აკსაკალი ისე განაწყენდა ხვიჩას ცემა დაუპირა და კვირკველიამ მოაყომარა ის საქმე ! და აქ ჯერ მარიო რუი გააბითურა და ეხლა ეს ორნი ძერბინი და ლობოტკაც ! და იმ ნაბ...ქონდრისკავმა ლობოტკამ იფიქრა ხვიჩას ვერ ვცემ ვერ მოვერევიო და ფეხში ჩაარტყა და მერე მთელი ხუთი წუთი კოჭლობდა ხვიჩა @ სანამ თანაგუნდელები არ გადაემტერნენ უნდა შეეშვას მაგას და მეტოქეებისთვის შემოინახოს ! რავიცი მე ასე მგონია !
zura222
06 აგვისტო 2022 12:27
18
ჩორლუკა თუ რაღაც ერქვა იმ ფეხბურთელს, რომელიც დაფასებული ტიპი იყო ლოკომოტივში და კვარამ ვარჯიშებზე გააბითურა, ცემა რამდენად დაუპირა ეგ არ ვიცი მაგრამ თვითონ კვარამ თქვა, რომ კვირკველიამ მითხრა მეორედ აღარ გააკეთო ეგრეო :)
გაბრაზებულა ეგ ჩორლუკა თურმე :დ
კვარასგან გავიგე პირველად მაგ ტიპის სახელი.
მადლობა თქვან რომ კვარას გვერდით თამაშობენ, გაბრაზება კი არა.
ეს ბანძი მენტალობა როდის უნდა გადაშენდეს სპორტში
Thomas
06 აგვისტო 2022 17:24
0
ვითომ ფინტი გაუკეთა,ბურთი მცველს ჩააბარა, ფეხში მოხვდა და გამოეთიშა არა მარტო ეპიზოტს,არამედ თამაშს რამდენიმე წუთით გუნდმა კი მწვავე კონტრშეტევა მიიღო.....ამას ეძახით სოლიდურ, მაღალი კლასის ფეხბურთს? ასე შეიძლება ითამაშოს მესიმ ან მასთან მიახლოვებულმა ვასკვლავებმა და არა კვარამ ამ ეტაპზე,თუ არა და ნახავთ მომდევნო ოფიციალურ თამაშებში.
mees
06 აგვისტო 2022 12:04
49
გონების დაბნელების რა მიზეზი გაქვთ? დავას და განსჯას რომ აზრი არ აქვს ცხადია თუმცა საინტერესოა ასეთი ულტრა ირაციონალური აზრების წარმოშობის საფუძველი... თქვენ აშკარად "ცალ ფეხზე" დგახართ და გგონიათ რომ ფეხბყრთელიც ერთ ფეხზე დგას...
nika
06 აგვისტო 2022 13:00
5
რა ჩააბარა ხოარ ღადაობ დაბოღმილმა უკნიდან ფეხში ჩაარტყა თორე ერთი-ერთზე შედიოდა ფაქტიურად. გეტყობა რომ ფეხბურთელი არასდროს ყოფილხარ :)
gavasha
06 აგვისტო 2022 12:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული