მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გიორგი მამარდაშვილი შეუცვლელად ათამაშა და გაშვებული გოლი მისი ბრალი არ არის.
მეტოქეს ორი ჩინებული გოლი უგო დურომ გაუტანა - ერთი ქუსლით, ერთი კი თავით.
შემდეგ მატჩს „ვალენსია“ უკვე ლა ლიგაზე გამართავს - 14 აგვისტოს, პირველ ტურში „ჟირონას“ უმასპინძლებს.
ვალენსია. „მესტალია“. 26 369 მაყურებელი
ვალენსია - ატალანტა 2:1
გოლები: 1:0 დურო (43), 1:1 ედერსონ დოს სანტოსი (53), 2:1 დურო (81)