"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება..." - რომან გოცირიძე აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს ეხმაურება

AutoSharing Option
"ნაციონალური მოძრაობიდან" საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს:

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, 20 წლის ირაკლი აზაროვი, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" ბათუმის "დინამოს" მიერ 300 ათას ევროდ იქნა გაყიდული.

"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება. თავი შეიძლება იმით იმართლონ, რომ მომავალში თუ სერბული კლუბი მეტ ფასად გაყიდის, მისი 20 პროცენტი "ბათუმს" დარჩება.

დიდი არაფერი შვებაა ეს, თანაც მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ
ამ სამასი ათასიდან ფული თბილისის "დინამოსაც" ეკუთვნის, საერთოდ გაუჩუქებიათ და ესაა. "ტრაბზონში" გადასულიყო, არ სჯობდა? გუნდი თურქეთის ჩემპიონი გახდა და თურქული ლიგა ხომ ერთი თავით მაღლაა სერბულზე", - წერს გოცირიძე.

alt"აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთანაც მითამაშია" - სერბი ნახევარმცველი

მკითხველის კომენტარები / 70 /
ეს სპორტში მაგრად ერკვევა, ეს ის არ არის ტოჩინოშვილს რომ ეძახდა ტოჩინოშინს?! :-)
საქართველო
09 აგვისტო 2022 15:26
8
არ ეგ ისაა კუპონების მაქინაციაში რომ ივაჟკაცა და დღემდე თავს, რომ გვაყვედრის.
ქუთაისი
09 აგვისტო 2022 18:30
1
სწორეს იძახის გოცირიძე.

ვისაც პოლიტიკოსების კომენტარი არ მოგწონთ და მათ დისტანცირებას მოითხოვთ ფეხბურთიდან, ჯერ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან დაიწყეთ, რომელიც გლდანის მაჟორიტარი დეპუტატია.

თუ დეპუტატი პოლიტიკოსი არ არის ?!
ფეხბუ
10 აგვისტო 2022 01:26
24
იქ სადაც არიან,ხო ააშენეს ყვალაფერი.
chabuka
10 აგვისტო 2022 08:31
3
გოცირიძის ნათქვამი სიმართლეც ისეთივე სიმართლეა როგორც კონფუცის :))))
პ.ს ყველაზე სამწუხარო ისაა ამ ამბავში გოცირიძეს რო უჩნდება კითხვა და სპორტულ ჟურნალისტებს არა ;)
Rezz
09 აგვისტო 2022 15:06
13
ყველგან,ყველაფერში,ყველასთან შავსა და უარყოფითს ეძებს და ხედავს ეს არაპატივცემული კაცი.ამ ხნის მოყრილა და ავად დარჩენილა,შავსულა კაცია აშკარად...პოლიტიკურ ნარატივს თავი დაანებე,ენითაუწერლად უსამართლოვ და მაშინ დაინახავ,რომ ეგ გუნდი სულაც არ არის ხელწამოსაკრავი,ასე იყო წარსულში და ახლაც ასეა.მის რიგებში მოთამაშე ნიჭიერი ახალგაზრდები მუდამ იყვნენ დდი კლუბების ყურადღების ქვეშ და ასპარეზი ევროპის სტადიონებისკენ ღია ჰქონდათ...იმედია,ჩვენი უდავოდ უნიჭიერესი ირაკლიც ,ათ რიგებშ შეუერთდება.ხვიჩას გვერდით გვენახოს სულ მალე!
კოტე
09 აგვისტო 2022 14:47
10
ეს კუპონა გაიტანეთ რა
gg
09 აგვისტო 2022 17:17
7
კომიკური ფიგურა!:)))))))))
otari
10 აგვისტო 2022 11:08
7
ამ იდიოტს რომ უნდა დავეთანხმო,ის უფრო მაცოფებს,ვიდრე ხვიჩას შემდეგ ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული[თანაც ცაცია] ფეხბურთელის საიდუმლოებით მოცული ''ტრანსფერი'' საშუალო ევროპულზე ბევრად დაბალი დონის გუნდში.
zurab gotua
09 აგვისტო 2022 22:48
9
აქ ერთმა იდიოტმა იკითხა როდის მერე გახდა ცრვენა ზვეზდა დიდი კლუბიო? როდის მერე და 1991 წელს ჩემპიონთა თასი რომ მოიგო. წარმატებები ირაკლის.
zaza
10 აგვისტო 2022 00:58
8
დინამომ რომ მოიგო თასების თასი 1681-ში?
შაშიბეში
10 აგვისტო 2022 02:11
7
თურქეთში არ გამოვიდა რამდენი დაიწერა მაგაზე
ულვაშებიანი ქათამი
09 აგვისტო 2022 16:08
9
იმიტომ არ გამოვიდა, რომ დინამომ ჩაშალა ტრანსფერი - თანხა ეცოტავათ. ასე არ იყო?
კირკიტა
09 აგვისტო 2022 17:34
7
აი ესღა გვაკლია, რომ ეს კაცუნა ფეხბურთშიც ჩაერიოს!!
თემური
10 აგვისტო 2022 11:07
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული