"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება..." - რომან გოცირიძე აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს ეხმაურება

AutoSharing Option
"ნაციონალური მოძრაობიდან" საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს:

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, 20 წლის ირაკლი აზაროვი, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" ბათუმის "დინამოს" მიერ 300 ათას ევროდ იქნა გაყიდული.

"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება. თავი შეიძლება იმით იმართლონ, რომ მომავალში თუ სერბული კლუბი მეტ ფასად გაყიდის, მისი 20 პროცენტი "ბათუმს" დარჩება.

დიდი არაფერი შვებაა ეს, თანაც მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ
ამ სამასი ათასიდან ფული თბილისის "დინამოსაც" ეკუთვნის, საერთოდ გაუჩუქებიათ და ესაა. "ტრაბზონში" გადასულიყო, არ სჯობდა? გუნდი თურქეთის ჩემპიონი გახდა და თურქული ლიგა ხომ ერთი თავით მაღლაა სერბულზე", - წერს გოცირიძე.

alt"აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთანაც მითამაშია" - სერბი ნახევარმცველი

მკითხველის კომენტარები / 70 /
საქმეში ჩაუხედავად, ყველა პროფესორია!! ვითომ ყველაფერი ვიცით, მაგრამ არაფერი ავ ვიცით.

და პოლიტიკოსების დანახვა რო არ მინდა, იმიტომ შემოვდივარ აქ და აქაც ეს ტვინიკოსა დამახვედრეთ!!!!
???
09 აგვისტო 2022 17:17
7
წინასწარ ლაპარაკი არ გვაქვს ქართველებს კარგად დაცდილი,არავინ არ იცის,როგორ წავა მისი კარიერა ამიტო პირდპირ ტოპ ხუთ ჩემპიონატში ნუ გადაიყვანთ და გრანდებში,ჯანმრთველობას ვუსურვებ!!!
ირაკლი
09 აგვისტო 2022 16:49
0
ერთი კუპონებში "ერკვევა" კარგად და მეორე - ფეხბურთში... :)))
დათო
10 აგვისტო 2022 08:50
5
შეგეშალათ,შესანიშნავად ერკვევა.სწორედ კუპონას კუპონის მაქინაციებით გახდნენ რამდენიმე თვეში მილიონერები,მაშინდელი მოქალაქეთა კავშირის ზედა ფენა,რომელთა ნაწილი,კუპონას ჩათვლით,ნაცმოძრაობად რომ გადაერქვნენ,ძველი მოქალაქეები განზე გასწიეს და თვითონ დასხდნენ სათავეში.
სოსო
10 აგვისტო 2022 13:26
1
როგორც ყოველთვის,მართალია ეს კაცი
კაკო
09 აგვისტო 2022 22:53
30
ყოველთვის არა,ამ მხოლოდ შემთხვევაში ! კუპონა იცი რატომ შეარქვეს?
დავით 67
10 აგვისტო 2022 00:43
7
მაქინაციები და გარიგებები ყველგანაა და ყველაფერშია! ფეხბურთში ეს განსაკუთრებულად ჩანს. რომან გოცირიძის კარგად მესმის, ის ხომ მუდამ გამჭვირვალე და სუფთა გარიგებებში მონაწილეობს და მისი მოღვაწეობა ხომ სპეტაკი და უმწიკვლოა!
დავითი
10 აგვისტო 2022 11:21
8
მკითხაობაში ყველა მაგარია! ეს რაც დეპუტატია ერთი სიტყვა არ მახსოვს პარლამენტში ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ ეხსენებინა! ხოდა წადი ეხლა მოშორდი აქედან
Vasili
10 აგვისტო 2022 09:33
7
კვარა რომ გადავიდა ნაპოლიში 10 მლნ. ეცროდ ეს არა ქაური ჩემპიონატის, არამედ მას რუსეთში დაედო უკვე ეგეთი ფასი. საქართვწლოს ჩემპიონატიდან კი ფეხვურთელები ჯერჯერობით აასეთ ფასებად მიდიან და არც აზაროვია გამონაკლისი. მამარდა ვალენსიაში გადავიდა 800,000 ევროდ, ჩაკვე გენტში 60⁰,000 ევროდ ასე რომ რომანა აშკარად ნოწყვეტილია რეალობას და ეტყობა ის ტრანსფერები გამორჩა. ჩვენც გვინდა მეტად გაიყიდონ, მაგრამ ახლა ასეა. ხო ისე სანაიას მერე რომანას კომენტარები გვაკლდა და ცოტახანში მელიას მოსაზრებებსაც ვნახავთ ალბათ აქ
DAVE
10 აგვისტო 2022 12:44
7
მართალი ხარ, კვარაცხელიაში მოსკოვის ლოკომოტივმა რუსთავს საერთოდ 50,000 დოლარი გადაუხადა.
Jaba
10 აგვისტო 2022 14:55
0
მთავარია განვითარდეს აზაროვი თორემ ვინ რამდენი ფული გააკეთა ეს გიცირიძისნაირებს აინტერესებს
გია
10 აგვისტო 2022 00:25
6
სცაოდაობაა თუ მართლა 300 ათასად გაყიდეს ერთერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი. მართლა საკითხავია რატომ ასე იაფად? რას მაქინატორობს ჯუღელი გასარკვევია. ან ცვრენა ზვეზდა რომელი დიდი კლუბი გახდა ანდ როდის? ეგეთ ჩემპიონატში გადასვლას ისევ ბათუმის დინამოში თამაში სჯობდა. არველაზეს სამწუხაროდ ეშინია ქართველების თავის გუნდში გადაყვანა რომ არ დააბრალონ რამე. მაგრამ აზაროვის ცვრენა ზვეზდაში გადაყვანა არის მართლა სატირალი.იმედია ვინმე შენიშნავს და გაასწრებს ერთ წელიწადში მაგ ჭაობს. ამას გარდა რუსებს და სერბებს შორის არაფერი განსხვავება არ არის იგივე ფაშისრტები არიან როგორც რუსები. დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ყველას სამწუხაროდ რადგან ჯუღელიც კვერცხია და მთელი ფედერაცია ასე რომ ანიავებენ ტალანტებს. გოცირიძე ცალკე მოსაკითხავია ცოდვებისთვის მაგრამ ამაში სწორი კითხვა დასვა.
simartle
09 აგვისტო 2022 20:24
12
გეთანხმები ყველაფერში , მაგრამ სერბები რატომ არიან ფაშისტები ,ერთი ახსენი რა . იქნებ იმიტომ , რომ არ არსებული წარმონაქმნი სახელმწიფოდ შეუქმნა ,,ცივილიზებულმა სამყარომ " და ბომბების წვიმაში გაატარეს სერბი ხალხი ? რუსები რა ...... არიან , კარგად ვიცით , მაგრამ ცალ თვალს რომ ვახელთ , მეორის გახელა არა ?
ტარიელი
10 აგვისტო 2022 01:23
1
ასე მგონია ვერასდროს ვისწავლით ფაქტებით საუბარს, ვერ მოვიკრიბავთ ძალას რომ მომთმენი და წინ დახედულები ვიყოთ,მოვლენებს და რეალობას ყოველთვის წინ ვუსწრებთ,შემდეგ კი საბოლოო ჯამში ნაცია,ქოცია თუ მარსიანელი წინასწარ ნატლიკინები საუბარი ყველას ღუპავს.. ამით საკუთარ სიტყვებს ძალას აკარგინებენ აი ასეთ პიროვნებებს კი ცირკის არენაზე ვხედავთ ხოლმე შემდეგ პარლამენტის წინ.. დაიდო ჩიბურდანიძეს ინტერვიუ და იმედია აწე მაგ გრძელი ენებით მხოლოდ ფეხის გულებს მოიფხანს (ვინც წინასწარ ილანძღებით)..
წარმატებები დინამო ბათუმს და ირაკლის..
შავი კაცი
09 აგვისტო 2022 17:39
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული