Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, "ტორპედოდან" აბარგებული გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთის ჩემპიონატის ბინადარ "რადნიჩკში" გააგრძელებს.

მოგეხსენებათ, 26 წლის ჩვენებური ქუთაისის "ტორპედოსთან" ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო.

აქვე გეტყვით, რომ "რადნიჩკის" ღირსებას 26 წლის ქართველი მცველი ანტონ თოლორდავაც იცავს.

სერბეთის ჩემპიონატი 5 ტურია რაც დაიწყო. 16–გუნდიან ჩემპიონატში "რადნიჩკი" 2 ქულით მე–14 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
18 წლის ასაკში რომ ვერდერში მოხვდები და იქიდან სარაგოსაში და ამის მერე 26 წლის ასაკში სერბეთის რადნიჩკში გადახვალ, ხომ უნდა მიხვდე, რომ რაღაც ვერ გაქ თავში კარგად და არასწორად იქცევი?
Superman
17:31 11-08-2022
2
ქუთაისის "ტორპედოში" ვერაფრით გამოიჩინა თავი... იქნებ სერბეთში ივარგოს. წარმატებას ვუსურვებ!!!
tngh
15:26 11-08-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული