"ქართველი მესი" - მეცის ქომაგები მიქაუტაძის თამაშს ეხმაურებიან

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გუშინ საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურში "მეცი" "ვალანსიენს" დაუპირსპირდა და 2:0 დაამარცხა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ და 86-ე წუთზე გოლიც გაიტანა. "მეცის" ქომაგებს გიორგის მოქმედებები უყურადღებოდ არ დარჩენიათ და სოციალურ ქსელში მის შესახებ წერენ:

"მიქაუტაძე ყოველთვის აქტიურია, ბრწყინვალე გოლის ალღო და ტექნიკა აქვს, დიდი ხანია ასეთი დონის თავდამსხმელი არ გვყოლია".

"მატჩის მოთამაშის წოდება, უდაოდ მიქაუტაძეს ეკუთვნის, ყველანი გიორგის ვაძლევთ ხმას!".

"მიქაუტაძის ბრძოლისუნარიანობა... და, რა თქმა უნდა, მისი გოლი, იმედია, ასე გააგრძელებს".

"მატჩის მოთამაშე კვლავ გიორგია!,
ისევ არაფერი შეცვლილა".

"მეგობრებო, მიქაუტაძე ფენომენალურია!"

"ქართველი მესი!".

"გიორგი მიქაუტაძე რა მოთამაშეა! მომენტს იდეალურად გრძნობს და ძალიან ტექნიკურია"

"გმადლობთ ჟორჟ! სხვა არაფრის თქმა შემიძლია”.

შეგახსენებთ, ჩვენებურის გუნდი მორიგ მატჩს "ლავალის" წინააღმდეგ, 20 აგვისტოს გამართავს.

altმიქაუტაძემ საფრანგეთში ისევ გაიტანა და თან როგორი გოლი! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
მიქაუტაძე გარდა იმისა რომ ძალიან ნიჭიერი პერსპექტიული და დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია ამასთან ძალიან მაგარი პროფესიონალიც არის რომელიც თავის კარიერას სერიუზულად უდგება ამის დამადასტურებელი ფაქტებიც სახეზეა 2 წლის წინ არ ითაკილა და წავიდა ბელგის მე 2 ლიგის საშუალო გუნდში სათამაშო პრაქტიკისთვის ბევრი არ წავიდოდა საფრანგეთიდან თუნდაც მეცის დუბლებიდან ბელგის მე 2 ლიგაში მარა წავიდა ითამაშა თავი გამოიჩინა სახელი გაითქვა გახდა იმ გუნდის ლიდერი მისი დამსახურებით გუნდი გადმოვიდა და შემდეგ უმაღლეს ლიგაში მისი გოლის დამსახურებით შეინარჩუნა გუნდმა ადგილი და 2 წელი ფაქტიურად იმ სერენის მთავარი ფეხბურთელი იყო შეტევაში განვითარდა მოუმატა მიიღო პრაქტიკა გამოცდილება და ა,შ ეს დაინახეს მეცში დააფასეს და აგერ დღეს მეცის ძირითადში თამაშობს გოლებიც გააქვს როცა 2 წლის წინ ამ გუნდის დუბლებში იყო დღეს ძირითადის ცხრიანია ნიჭი და პოტენციალი კარგია მაგრა მთავარია შრომა და მონდომება მე დარწმუნებული ვარ ჟორჟი თუ ასე გაგრძელებს მაქსიმუმ 2 წელში ტოპლიგის კარგ გუნდში ითამაშებს წარმატებები.
ზურა
12:29 14-08-2022
0
მესი, მესხი, მასხიო არა, მაგრამ ხუმრობა იქით იყოს და გიორგი თამაშის მანერით (ყველა პოზიციიდან საიდანაც კარს ხედავს - ურტყამს) მაგონებს ფეხბურთის არანაკლებ დიდ ვარსკვლავს - ეუსებიოს.
ვისაც ნანახი გაქვთ ეუსებიოს თამაშები შეადარეთ!
გიორგი თეთრკანიანი ეუსებიოა?
ღმერთმა ქნას - ასე იყოს!
ვაჟა მასწავლებელი
13:37 14-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული