კვარაცხელიამ და "ნაპოლიმ" სეზონი ფანტასტიკურად დაიწყეს - ხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს პირველ ტურში“ „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ვერონას“ 5:2 სძლია.

ნეაპოლურ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალურ მატჩში დებიუტს ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა და მან იმედები გაგვიმართლა.

მასპინძელთა კლუბში შეხვედრის წინ სკანდალური ჩხუბი მოხდა მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს შორის და ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ვარაუდობდნენ, რომ ეს გუნდზე ნეგატიურად აისახებოდა. „ნაპოლიმ“ წინასასეზონო საკონტროლო შეხვედრები ურიგოდ არ ჩაატარა და ქართველმა თავი გამოიჩინა - 6 არასრულ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, ოსიმენმა ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა, ანგისას
დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და მასპინძლები ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევისას დაწინაურდნენ. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, ჯერ კარს ოდნავ ააცილა ბურთი, მერე მეკარემ მოიგერია მისი დარტყმული, 37-ე წუთზე კი თავურით ანგარიში გაათანაბრა. კომპენსირებულ დროში კვარას კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება დი ლორენცომ შეუცვალა და ოსიმენმა ნეაპოლელები წინ გაიყვანა.

შესვენების შემდეგ „ვერონამ“ ისევ გაათანაბრა ანგარიში, მერე ხვიჩამ ბურთზე ერთი შეხებით გაკეთებული პასით ზელინსკი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მესამედ დალაშქრა მონტიპოს კარი. 65-ე წუთზე ლობოტკამ ჩინებული დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა, შეხვედრის ბედი გადაწყდა და 68-ე წუთზე სპალეტიმ კვარაცხელია ელმასით შეცვალა. შეცვლაზე შესულმა პოლიტანომ 79 წუთზე კიდევ ერთი გაუტანა მოწინააღმდეგეს და „ნაპოლიმ“ სტარტზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

21 აგვისტოს, მეორე ტურში „ნაპოლი“ „მონცას“ უმასპინძლებს.

ვერონა. „მარკ’ანტონიო ბენტეგოდი“
ვერონა - ნაპოლი 2:5
გოლები: 1:0 ლასანია (29), 1:1 კვარაცხელია (37), 1:2 ოსიმენი (45+3), 2:2 ანრი (48), 2:3 ზელინსკი (55), 2:4 ლობოტკა (65), 2:5 პოლიტანო (79)

მკითხველის კომენტარები / 50 /
უშიშო ვითარცა უხორცო.აი რა მომწონს კვარაში,მიუხედავად დებიუტისა ფეხები არ აკანკალებია (არც თავი).თითქოს კვარას შემთხვევაში ყოველთვის პირიქითაა,სწორედ ასეთ მომენტებში უფრო გიჟდება,დებიუტი არა ისა...სულ ფეხებზე კიდია ეგეთი სენტიმენტები...ეგ ერთი და სხვაც მრავალი,შენც და ჩვენც.
ლევან
16 აგვისტო 2022 00:14
0
ახალი, გაცილებით მაღალი კლასის ლიგა, პირველი თამაში, მაგარი დასაწყისია! შენი კლასით და შრომისმოყვარეობით შორს წახვალ ხვიჩა და ალალი იყოს! ჩვენ კიდე ამაყები ვართ! ერთი მარიო რუის მოუგვარე კაცურად გასახდელში, პასები მოგცეს!
ვანო
16 აგვისტო 2022 00:05
2
სკეპტიკოსებს იმედები გაუცრუა! ისე ჩვენს სიტუაციაში არც არის გასაკვირვი სკეპტიკოსი იყო და მით უფრო ძნელად წარმოსადგენი და მაგარი საქმე გააკეთა ამ პატარა ქართველმა ბიჭმა!
გიორგი
15 აგვისტო 2022 23:49
0
ხვიჩა მანგარ დებიუტი,მანგარი ლაჸაფი,ათაშ გაგჷრძოლი✊❤️❤️
გომორძგუა მარგალეფც
15 აგვისტო 2022 23:48
18
ზიელინსკის რა პასი გაუკეთა გამოვქლიავდი. ჩაასაკლავა სუყველა "პროფესორები" თეორიტიკოსები კრიტიკოსები პარაზიტები ა.შ. იმენა. ##### ხართ რა.
5 Titi.
15 აგვისტო 2022 23:48
0
ხვიჩა ბრავო! უმნიშვნელოვანესი იყო კარგი სტარტი და მოხდა! აწი მოუმატებს და მოუმატებს. წარმატებები!
არტ
15 აგვისტო 2022 23:41
0
ალბათ ეს არის ის რაც ყველა ამდენი ხალხი ველოდებოდით !!
ხვიჩა მგელი ხარ , მთელი საქართველო ნაპოლის თამაშს უყურებდა დღეს,
ბრავო ოქროს ბიჭო და საქრთველოს იმედო!
ჯონი
15 აგვისტო 2022 23:41
0
ხვიიჩ, რა ბიჭი ხარ, რა ბიჭი!!! ამაზე მაგარ დებიუტს ალბად ვერც ვინატრებდით. წარმატებები კვარა. არ ბოდიში, წარმატებები კვარადონა.
ირაკლი
15 აგვისტო 2022 23:22
1
https://www.washingtonpost.com/sports/soccer/napoli-newcomer-kvaratskhelia-stars-in-5-2-win-at-verona/2022/08/15/f45feab2-1ccb-11ed-9ce6-68253bd31864_story.html
გია
15 აგვისტო 2022 23:14
1
ყოჩაღ ხვიჩას, მაგარი დებიუტი გამოუვიდა. წარმატება ჩვენ მარგალიტს.
G.LA
15 აგვისტო 2022 23:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული