იტალიის სერია A-ს პირველ ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე "ვერონა" 5:2 გაანადგურა. აღნიშნულ მატჩში სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ ამომავალმა ქართველმა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
"ყოველი დღე კარგია, მაგრამ ზოგიერი უფრო უკეთესია", - დაწერა კვარაცხელიამ.