როგორ იწყებდა კვარაცხელია - საქართველოს ნაკრების გოლის დარი ემოციები...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. Sportall.ge მთელი სეზონის განმავლობაში გთავაზობდათ ანალიტიკურ მასალებს ქართველი გარემარბის შესახებ, ახლა კი კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ სტატიას, რომელიც 17 აგვისტოთი თარიღდება. გავიხსენოთ, როგორ იწყებოდა კვარაცხელიას ნეაპოლური კარიერა. "კვარადონას" პირველი ოფიციალური შეხვედრა 15 აგვისტოს შედგა, როცა ლუჩანო სპალეტის გუნდმა "ვერონა" სტუმრად დიდი ანგარიშით (5:2) დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერმა 37-ე წუთზე ანგარიში (ლოსანოს "ასისტით") გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში პოლონელი ზელინსკი ბრწყინვალე პასით მოამარაგა და ნეაპოლელები დააწინაურა...

გოლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი მის სამშობლოში "ჩვენებურად" ვთარგმნეთ
- მშვიდად ვართ, რადგან "დიდ მოედნებზე" საკუთარი ადგილი ისევ ვიპოვეთ. კვარაცხელიას თამაში ყველაფერი ისაა, რის გამოც ფეხბურთი ყველაზე მეტად გვიყვარს - თამაშის გამწვავება, დრიბლინგი, ეფექტური პასი, დარტყმა და გოლი. დებიუტანტის ფაქტორიდან გამომდინარე, ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ხვიჩას ერთნაირი წარმატებით არ გამოუვიდა, უფრო მეტსაც შეძლებს და ამას ერთად ვნახავთ, მაგრამ ქართველმა შემტევმა "ნაპოლის" გადამწყვეტ მომენტებში დიდი საქმე გაუკეთა - ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ გაატანინა მაშინ, როცა ვერონელები თამაშში დაბრუნდნენ და "ნაპოლი" თითქოს პოზიციებს თმობდა.

კვარაცხელიამ ლამაზი გოლი გაიტანა, თუმცა მაგ სტილის დარტყმები სხვებისგანაც გვინახავს, აი ამ კლასის, სილამაზისა და სისხარტის საგოლე პასს კი იშვიათად, მხოლოდ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელების შესრულებით შეხვდებით, თუნდაც ისეთისგან, როგორიც ანხელ დი მარიაა - ამ მატჩიდან მალევე მან ერთგვარი შედევრები შემოგვთავაზა. ხმამაღალი შედარებაა? - კი, თუმცა ხვიჩას შესაძლებლობები სწორედ ვარსკვლავობას უმიზნებს. "კვარა" სხვა ბიჭი ჩანს - მშვიდი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული, თუმცა წინასწარ საუბარი მაინც არ გვინდა, ყევლაფერს მოედანზე თავად ფეხბურთელი "იტყვის."

ლეგიონერები ჩვენს ქვეყანას და მის სახელს წარმოადგენენ. "ნაპოლის" თამაშის მიმართ იმხელა მოლოდინი იყო, შემდეგ კი ისეთი სიხარული გამოვხატოთ - ეს ყველგან იგრძნობოდა, რეალურ ურთიერთობებსა თუ სოციალურ ქსელებში. ეს მართლაც საქართველოს ნაკრების გოლის დარი ემოციები იყო, თითქოს "ჯვაროსნებმა" კიდევ ერთი მეტოქე დაამარცხა.

Sportall.Ge

თამასის მაღლა აწევა კარგია, მაგრამ ახლა მთავარია, გულშემატკივრებმა ერთგვარი სენი დავძლიოთ და თუკი კვარაცხელია ყველა მატჩს ერთმანეთზე უკეთესად არ ჩაატარებს, ნეგატიური გამოხმაურებები არ გვქონდეს. გვესმის ცუდი გამოცდილების, მაგრამ ახლა სხვა სიო ქრის - ხვიჩა ამ სიყვარულს, რასაც გულშემატკივრებისგან გრძნობს, საქმით დაამტკიცებს. ის თავმდაბალი ბიჭია, შეიძლება რაღაც ისე ვერ გამოხატოს, თუმცა ვგრძნობთ, რისი თქმაც სურს. მატჩის შემდეგ, ოსიმენმა ძალიან კარგი რამ აღნიშნა - გატანის შემდეგ, კვარაცხელიამ გამამხნევა, ახლა შენი დროაო (ამ შეხვედრაში ნიგერიელი ფორვარდის ანგარიშზეც გოლი და საგოლე პასი იყო).

ხვიჩამ სადებიუტო მღელვარება გადალახა, მაგრამ ერთ კვირაში გულშემატკივრებით სიყვარულით სავსეს "დიეგო მარადონაზე" თამაში ელის. ნეაპოლელები ქართველ ფეხბურთელს შესაბამის დახვედრას მოუწყობენ. სპალეტი, რომელმაც როგორც კი თამაში მოგებულად მიიჩნია, ხვიჩას დასვენების საშუალება მისცა, მასთან ერთი კვირის განმავლობაში კიდევ ბევრს ისაუბრებს, რათა კიდევ უფრო კარგი "კვარა" ვიხილოთ. ამ ბიჭმა უკვე შეძლო, იტალიელები მასზე ბევრს წერდნენ, მალე კი ჩემპიონთა ლიგა დაიწყება და მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება.

იმ ხალხზე ბევრი საუბარი კი, ვინც რაღაც გაუგებარი მიზეზებით კვარაცხელიაზე ჯერ კიდევ ჩასაფრებულია, მათთვის მხოლოდ პრივილეგიაა. ჩვენ გავიხარებთ, ვინერვიულებთ, შეცდომებზეც მივუთითებთ, ისინი კი უბრალოდ "თამაშგარე მდგომარეობაში" დარჩებიან...

altკვარაცხელია გენიალური ფეხბურთელების გვერდით - საქართველომ გეოგრაფია გაზარდა - ყველასათვის ამაღელვებელი ამბავი!..

altხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

მკითხველის კომენტარები / 43 /
ყოჩაღ კაი სტატიაა ! და ჩასაფრებულებს რაც შეეხება იმ ნაც ნაგვებს და ურა "პაწრიოწებს" ნუ უქვეყნებთ კომენტარებს ! წავიდნენ და ნაცების ფეისბუკ გვერდებზე ანთხიონ ბოღმა და შხამი @
zura222
17 აგვისტო 2022 18:01
21
ეყოოოოოო ეყოოოო გათვალავთ
meerani
17 აგვისტო 2022 17:09
14
კარგი სტატიაა!
დიმო
17 აგვისტო 2022 16:50
1
კრიტიკოსი სხვა რამეა და ჩასაფრებული , გაბოროტებული სულის ადამიანი სულ სხვა რამე,
Vasili
17 აგვისტო 2022 16:47
2
მადლობა ავტორს. -მოკლედ, საინტერესოდ და ტევადად გადმოგვცა. ბევრი ანალიტიკური სტატიები უნდა იყვეს და არა მხოლოდ ნათარგმნი
rable
17 აგვისტო 2022 16:43
2
ბატონებო, მე მართალია კვარას თაყვანისმცემელთა გუნდში ვარ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სწორედ თაყვანისმცემელთა თაყვანისცემა აშტერებს კაცს და არა ჩასაფრებულების. ის ჩასაფრებული, უფრო დიდ საქმეს უკეთებს კვარას და ნებისმიერს, ვიდრე ბრმად თაყვანისცემა, რადგან კაცი ხედავს სად აქვს მოსამატებელი და რა აქვს გამოსასწორებელი. გასაგებია? ამიტომ მეტი პატივი კრიტიკოსებს ეცით, რადგან სწორედ ისინი არიანია დაძინების უფლებას რომ არ გაძლევენ.
ჟორა გაბრიჭიძე
17 აგვისტო 2022 15:31
11
ანუ შენი აზრით რაც სანაიამ მაქარამ შუბლაძემ და სხვა ჩასაფრებულმა ვირთხებმა დაწერეს ის კრიტიკა იყო ???
zura222
17 აგვისტო 2022 18:03
11
კრიტიკა აუცილებელია და არ დააკლებენ მაგას არც იტალიაში და არც აქ. ასევე ჰყავს მწვრთნელი, რომელიც მუდმივად მიუთითებს მის შეცდომებზე და ჩავარდნებზე, თავადაც უკვე შემდგარი პროფესიონალია და კარგად ხედავს სად რა ეშლება. მოდით იმ ხალხისთვის ნუ გადაგვახდევინებთ მადლობას, ვინც დივანზე წამოწოლილი ისვრის არაადეკვატურ კრიტიკას, და ერთი სული აქვს კვარაცხელიას ფეხი დაუცდეს, მერე ბედნიერი რომ იძახოს აი ხომ ვამბობდიო. საქართველოში 90% არ არის კრიტიკისთვის მცოდნე და ადეკვატური. ვისაც მართლა კარგი უნდა ხვიჩასთვის და მაგ მიზნით აკრიტიკებს, ის სხვანაირად მოძებნის ამ კრიტიკის გამოხატვის ფორმას და არა ისე, როგორც აქაური წარუმატებელი, სხვის ჩავარდნაზე მეოცნებეები იქცევიან!!
წარმოდგენაც არ გაქვთ რამდენი ბოროტი ადამიანია საქართველოში, ვისაც არ უნდა ხვიჩას წარმატება, და უბრალოდ არ უხარია. ახლა შეყუჟულია სადღაც, როგორც კი ცოტა ჩავარდნა იქნება მერე დაინახავთ ყველას...
მათ "პროფესიონალიზმშიც" დარწმუნდებით.
ვითომ კარგი უნდათ და იმიტომ აკრიტკებენ? არ ვჭამთ ამას ხალხი :)
Skeleton
17 აგვისტო 2022 16:46
5
მრჩება შდაბეჭდილება სპალეტის გულის სიღრმეში გრძნობს ხვიჩას გაცილებით მეტი შეუძლიაო და სწორედ ეს თქვა მან მატჩის შემდგომ ინტერვიუში მიუხედავათ ხვიჩას გოლისა თავით და ელეგანტური საგოლე პასისა, მას გაცილებით მეტი შეუძლიაო და მან სწორედ ის იგულისხმა მისი მომაჯადოვებელი დრიბლინგები დააკლდა თვალსო. ხვიჩამ მაღლა ასწია ეს თამასა და ამიტომ მისგან ამ ასპექტში მეტსაც ელიან . გადახედეთ პირველ ტურს სერია აში ათივე თამაშში მაქსიმუმ 6-7 დრიბლინგი იყო. ბევრი სერია ას მოთამაშე არ უფრო ვერ ბედავს დრიბლინგებს ხვიჩას აქვს ეს კოზირი ის მისი მომაჯადოვებელი დრიბლინგების "კაცის მოტყუების" უდიდესი უნარის გამო შეიყვარეს ნეაპოლში და არა მარტო. ვფიქრობ თვითონ თანაგუნდელებმაც უფრო მეტად ხშირად უნდა დატვირთონ კვარა განსაკუთრებით მეტოქის შეტევაში მათთვის სწრაფად ართმეული ბურთების დროს სადაც სივრცეები დიდია და სწორედ ამ დროსაა ხვიჩა გამანადგურებლად საშიში მეტოქე მცველებისთვის და სწორედ ამ დროს ქმნის ის მის სავიზიტო ბარათს "დრიბლინგებს" და თუ ხვიჩა ყოველ თამაშში მინიმუმ 2-3 ჯერ შემოგვთავაზებს ასეთ დრიბლინგებს გაგრძელებული პოტენციური საგოლე პასებითა ან მწვავე დარტყმებით დაგვირგვინებული ის მოინადირებს სპალეტის გულს და გარანტირებული ექნება ადგილი მარცხენა ვინგერის პოზიციაზე და გარანტირებული სიყვარული მთელი ნეაპოლისა მათთვის საფეხბურთო კლუბი ნაპოლი კი თვით ღვთაებაა. წინ დიდი გამოწვევებია მაგრამ ამასთანავე დიდი სიამოვნების მონიჭების ფართო პეიზაჟიც მოჩანს სახელად "კვარადონა".
Anj: Antey.
17 აგვისტო 2022 14:19
1
პირველ ტაიმში ბურთის ფლობა,82 % ჰქონდა,ნაპოლის.ასეთ პირობებში,როცა ორი კაცი ფეხზე გაზის და მესამე აზღვევს,მაინცდამაინც ვერ იდრიბლინგებ.როცა ისეთ გუნდებთან ითამაშებენ,ვინც შეტევაზე თამამად მოდის,იქ სივრცეები გაჩნდება და კვარას დრიბლინგებსაც ვიხილავთ,თუმცა როცა გვერდით კარგი პარტნიორები გყავს და თამამად შეიძლება ბურთი მასთან გაითამაშო,მხოლოდ მოტყუებაზე თამაში,ზედმეტი რისკია და დარწმუნებული ვარ,არც ხვიჩა დაიწყებს,დრიბლინგის ბოროტად გამოყენებას.არც სპალეტის და არც ხვიჩას ეგ არ შეეშლებათ,როდის რა სჯობია და ასეც ითამაშებს.პირველ მატჩშიც კარგად გამოჩნდა,რომ პასით თამაშშიც ძალიან ძლიერია.
სოსო
18 აგვისტო 2022 08:59
1
ველოდები ჩაკვეტაძის და მიქაუტაძის გაბრწყინება,მთავარია ყველა ჯანმრთელად იყოს და ეს ტრიო უკვე ნაკრებს მაგრად გაქაჩავს!
ლუკა
17 აგვისტო 2022 13:59
1
ერთ უხსენებელი ტელევიზიის ეკრანიდან ერთი ქალბატონი და ვაი სპორტული ჟურნალისტი ამტკიცებდნენ რომ კვარას ნაპოლში გადასვლა ბლეფია და მათ წერილი აქვთ გუნდიდან გამოგზავნილი რომ ეს საკითხი არც კი განიხილება. ეხლა რას იტყვიან საინტერესოა და ბოდიშს თუ მოიხდიან მაინც?
ილია
17 აგვისტო 2022 12:51
6
არაფერი გადამეტება არაა შედარება დი მარიასთან. უბრალოდ ხვიჩა ახლა გავიდა ევროპის სარბილეზე, მოვა სულ მალე დრო და ასეთი თავდაბლებიც აღარ ვიქნებით. ხვიჩათი ჩვენ ნამდვილად ვიტრაბახებთ. მე ძალიან მომენატრა კარგი ქართველი ფეხბურთელით ტრაბახი, რომელიც ევროპაში თავის დიდ სიტყვას იტყვის. მეც მჯერა და სულ ვწერდი, ხვიჩას ზედა დონე ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით. ყელაფერი წინ არის. ამ ქვეყანაში ხვიჩას მტერი არ ყავს და არც სხვაგან. ხვიჩა ის ფეხბურთელია ვისაც ხალხისთვის სიხარული მოაქვს. ჩასაფრებულებზე არც ღირს ლაპარაკი, ზოგი მათგანი უბრალოდ პროფესორობდნენ და ა.შ.
G.LA
17 აგვისტო 2022 12:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული