"ხვიჩა და ინსინიე ერთმანეთისგან სრულად განსხვავდებიან, ქართველი ნამდვილი ბრილიანტია" - ანტონიო კასანო

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo Tv-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთლმა ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელია და ლორენცო ინსინიე შეადარა, იტალიელმა "კვარას" ბრილიანტი უწოდა.

"სპალეტი ნამდვილად გენიოსია, მან დაკარგა ისეთი ფეხბურთელები როგორებიც კალიდუ კულიბალი, ლორენცო ინსინიე, ფაბიან რუიზი და დრის მერტენსი არიან, კლუბში კვლავ არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც დარჩენა არ სურთ, უბრალოდ არ მესმის, როგორ ახერხებენ "ლურჯები ასე კარგად თამაშს. წელს "ნაპოლი" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდია.

კვარაცხელიასა და ინსინიეს შორის განსხვავებაზე

რა თქმა უნდა, ორ სრულიად განსხვავებულ მოთამაშეზე
ვსაუბრობთ, ინსინიე ხშირად დაცვას ეხმარებოდა, რაც შეეხება ქართველს, ხვიჩა პრაქტიკულად თავდამსხმელი და მეორე ფორვარდია. "ვერონასთან" თავური დარტყმით გატანილი გოლი აჩვენებს, რომ ეს ბიჭი ბრილიანტია.

ანტონიო კასანოს თავის დროზე მადრიდის "რეალში", "რომაში", "ინტერსა" და "მილანში" უთამაშია.

altკვარაცხელია სერია A-ს პირველი ტურის სიმბოლურშია!

altსაქართველოს ნაკრების გოლის დარი ემოციები - თავმდაბალი ხვიჩა ვარსკვლავობის გზაზე

მკითხველის კომენტარები / 17 /
Jorkaefic magari iko da poborjskic,kargi naxevarmcvelebi magram me orives sqoulzi mirchevnia...
Givi
18 აგვისტო 2022 15:14
0
იერემისზე რას იტყვი
oceola
19 აგვისტო 2022 09:38
0
ლადო-ს

დღეს კლასიკური ფლანგი არ არსებობს, დღეს ყველა ბურთაობს. თუ შუაში თამაში არ ისწავლე, დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებ, ხოლო ხვიჩა კარგი მასალააა კარგი მწვრთნელის ხელში, თანაც დიდ გუნდში. მჯერა, რომ ხვიჩა ითამაშებს ფეხბურთს.
beso
18 აგვისტო 2022 10:49
0
მე ის მადარდებს, რომ მისი საფირმო არცერთი ილეთი არ გასვლია. ხვიჩა არ არის კლასიკური 10 ნომერი, რომ პასები ანაწილოს, მისი მთავარი იარაღი ფლანგზე დრიბლინგით გარღვევაა, რაც ვერონასთან არ გამოუვიდა
ლადო
18 აგვისტო 2022 10:27
1
სულ რამდენიმე კომენტარი/სტატია ვნახე სადაც გაკვრითაა ნახსენები 8-იდან 0 დრიბლინგი, რომ გამოუვიდა და ასევე რამდენიმე უაზრო დაკარგვა ქონდა. რაც არ მომწონს, რადგან გოლს+ასისტი, რომ არა ჩავარდნილი თამაში ქონდა (მაგისი ლამის ყველა თამაში ნანახი მაქვს და მანდ ცოტა აჭრილი და ანერვიულებულიც მეჩვენებოდა).

მაგრამ ეგ არაფერი, წესით დახვეწავს და 8 მცდელობის მაგივრად ექნება 4 ისეთი სადაც 3 გამოუვა )))
nk
18 აგვისტო 2022 11:22
2
აბა რა, ბრილიანტია. ხვიჩა აბა შენ იცი, გაამართლე. შენ გიყურებს ყველა, გაამართლე, შეგიძლია, შენი მოდგმა დიდგორზე იდგა. დიდება უფალს!
beso
18 აგვისტო 2022 08:54
0
კასანო უფრო დიდი ფეხბურთელია თუ სავიოლა ?
ლოგიკური კითხვა
17 აგვისტო 2022 22:06
1
მართლა საინტერესო შედარებაა:) ყველას თავის შეხედულება აქვს, შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, ჩემი აზრით რიგითი ფეხბურთელები იყვნენ ორივე. მსგავსი დონის ფეხბურთელები ბევრი მინახავს საქართველოს რეგიონლიგის გუნდებში, უბრალოდ საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდნენ.
უვიცი
18 აგვისტო 2022 00:37
4
სისინიო რას ამბობს ? კასაანო და ვინჩენცო მონტელა რომას ლეგენდები არიან ! ალესიო ტაკინარდი პობორსკი და ჰიდატოში ნაკატა ასევე ძაკარდო კლებერსონი და ვიქტორია ბაია მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები, ჯორკაიფი ყველას ჯობს იურა
გრიშა
17 აგვისტო 2022 22:03
2
ბიდიში ბატონო გრიშა, ჯორკაეფი ვახსენე და პობორჟსკი გვიან დავინახე რომ გეწერათ. პობორჟსკი ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო ეგეც და ჯორკაეფიც სრულიად დაუმსახურებლად მიივიწყა ქომაგმა, არადა არავისზე ნაკლები არ იყვნენ თავის თანამედროვეებში
უვიცი
18 აგვისტო 2022 00:40
0
ჯორკაეფი მართლა მაგარი ფეხბურთელი იყო, ალბათ ერთერთი დაუფასებელი, დანარჩენებზე რა გითხრა.
უვიცი
18 აგვისტო 2022 00:38
0
ყველა გამოხმაურება
ანტონიო კასანო იყო რომას ფეხბურთელი მხოლოდ!
ავჭალიდან
17 აგვისტო 2022 17:54
9
კასანოს მაინც დაუჯერეთ ურწმუნოებმა. კასანო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია იტალიური ფეხბურთის ისტორიაში, თუ ყველაზე ტექნიკური არა. უბრალოდ ძალიან ზარმაცი იყო. 3-4 წელი შეუდარებელი ფეხბურთი ითამაშა, ტოტი, კასანო, მანსინი. ეს ტრიო ბრდღვნიდა ნებისმიერ დაცვას. რეალში როგორც კი გადავიდა, რეგრესის გზას დაადგა. ალათ ჩათვალა, რომ მწვერვალს მიაღწია.
17 აგვისტო 2022 14:43
0
ღვთის გულისათვის ფეხბურთს არ უყურო ძმა
ღვთის გულისათვისს
18 აგვისტო 2022 12:32
2
კასანოს ტექნიკა სად ნახე ?
ღვთის გულისთვის
17 აგვისტო 2022 22:04
11
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული